კლუბის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე შიო ხეცურიანს დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ.
- პირველ რიგში, რა თანხა დაგჭირდათ იმისათვის, რომ თბილისის "დინამო" შეგეძინათ?
- "საქართველოს ბანკთან" არსებული შეთანხმებით, ფინანსური დეტალები კონფიდენციალურია.
- რა გეგმები და მიზნები გაქვთ, რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?
- ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმები. აქცენტი გაკეთდება ბავშვებსა და ახალგაზრდა კალათბურთლებზე. ჩვენ ვიზრუნებთ რეგიონებში ბავშვების მოძიებასა და მათ განვითარებაზე. ჩვენ მათ შევუქმნით შესაძლებლობებს, რომ ითამაშონ დიდი კალათბურთი, როგორც საქართველოში, ისე
ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ჩვენთან მყოფი ბავშვები წარმატებულნი იყვნენ ეროვნულ ნაკრებშიც და სუპერლიგაშიც.
- რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირებს, იქნება მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა და ამავდროულად, ლეგიონერებით გაძლიერება?
- გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვსურს, აქცენტი გავაკეთოთ ახალგაზრდებზე, იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში გვეყოლება გუნდი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ასპარეზზე.
- რა ცვლილებებს გეგმავთ გუნდში, აპირებთ მწვრთნელისა და კალათბურთელების შეცვლას თუ არსებული კონტინგენტი რჩება?
- გუნდში რჩება ყველა კალათბურთელი, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულება აქვს და სურს კლუბში დარჩენა. მათ შორის რჩება მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარიაც.
- თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგას შესარჩევი ეტაპიდან გამოეთიშა. მაშინ იყო საუბარი, რომ გუნდი აღარ გააგრძელებდა ევროთასზე ასპარეზობს. ხომ არ აპირებთ, შეცვალოთ გადაწყვეტილება?
- ამ ეტაპზე არ იგეგმება ცვლილებები. როგორც იყო გადაწყვეტილება მიღებული, ისე იქნება, რადგან არ გვაქვს საშუალება, რომ რაღაც შევცვალოთ.
- რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ხომ არ იგეგმება ბაზის განახლება და რეაბილიტაცია?
- ბაზის კეთილმოწყობა იგეგმება და გარკვეული ფინანსების ინვესტირება მის რეაბილიტაციაში.