შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ბოლო ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგაში პირდაპირ ვარდება, ხოლო მე-9 ადგილოსანი “ა” ლიგის ფინალისტთან სუპერლიგაში დასარჩენად იბრძოლებს. რუსთაველებმა პირველი წრის შემდეგ მთავარი მწვრთნელი შეცვალეს, თუმცა რამაზ გოგობერიშვილის ნაცვლად მოსულმა ბერძენმა სპეციალისტმა, გეორგიოს კეცელიდისმა ქვემოქართლელებს მოგების სიხარული
დღევანდელ მატჩში “დელტას” უპირატესობა აშკარა იყო. “რუსთავს” ძლიერი ქართველი მოთამაშეების პრობლემა ისედაც ჰქონდა და წინა ტურში მიღებული ტრავმის გამო, ლევან ცეკვავა მოისაკლისა. 4 ლეგიონერით კი კეცელიდისის გუნდი ფონს ვერ გადის. უცხოელები გუნდის წამყვან ძალას კი წარმოადგენენ, თუმცა მეტოქე გუნდებს ისეთ კონკურენციას ვერ უწევენ, რომ გამარჯვებას მიაღწიონ. “დელტას” ძალა კი სწორედ ქართველ კალათბურთელებშია: ეროვნული ნაკრების წევრ-კანდიდატებმა – ბექა ბექაურმა, ოთო ფხაკაძემ და გეგი ბაქრაძემ თანაგუნდელებთან ერთად ჩინებულად ითამაშეს. “დელტამ” თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა, თამაშის ბოლომდე აღარ დაუთმია. რუსთაველები ამაოდ ცდილობდნენ ვითარების შეცვლას, მაგრამ მასპინძლებს მოგების რეალური შანსი არც კი მისცემიათ.
საბოლოოდ მატჩი “დელტას” 11-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 11 ტურის თავზე მე-7 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში “მგზავრებთან” III-IV ადგილებს იყოფს. სუპერლიგის მე-12 ტური 8-9 მარტს, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით