მასპინძლებმა შეხვედრა კარგად კი დაიწყეს და 22:15 დაწინაურდნენ, მაგრამ შედეგიანი თამაში ვეღარ გააგრძელეს, ქუთაისელებს თამაშის დალაგების საშუალება მისცეს და პირველი პერიოდი
პერიოდის ბოლომდე სტუმრებმა მეტი სიზუსტე გამოავლინეს – ათწუთეული 12:6 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. რუსთაველებს თამაში არა და არ მისდიოდათ, რაც ქუთაისელთა მედგარი დაცვის დამსახურება გახლდათ. იმერული კლუბი როგორც პერიმეტრიდან, ისე საჯარიმოშიც ჯაბნიდა მეტოქეს და მესამე პერიოდის შუაწელში 16-ქულიან უპირატესობას მიაღწია.
აქედან დაიწყო რუსთაველთა ბრძოლა თამაშის გადასარჩენად, რომელიც ბოლო წამებამდე გაგრძელდა. ამერიკელი დენზელ ლივინგსტონისა და ოთო ფხაკაძის მექულეობით, რომლებსაც თანაგუნდელები ეხმარებოდნენ, მასპინძლებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს და ბოლო წუთზე შეტევის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა ლივინგზტონის გამთანაბრებელი გარღვევა უშედეგო გამოდგა და ქუთაისელებმაც გამარჯვება ფაქტობრივად გაინაღდეს. სირენის თანხლებით ნასროლი ზემოთნახსენები შორი სამქულიანი მიზანს ასცდა და ქუთაისელებიც თავაწეულნი გაბრუნდნენ იმერეთში.
გამარჯვებულთაგან 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ბარბაქაძე. 14-14 ქულა შონ რაუნდთრიმ და მილოშ პაიოვიჩმა მიითვალეს. 13 ქულა და 9 მოხსნა ბექა ბექაურის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველებს ლივინგსტონმა 24 ქულით ულიდერა, 12 ქულა ილია ლონდარიძის ანგარიშზე დაგროვდა.
მე-3 ტურის მომდევნო 2 შეხვედრა ხვალ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: კაკტუსი – ბათუმი 14:00 საათზე, ოლიმპი – თსუ – 16:00-ზე.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით