ორივე გუნდი საკმაოდ სწრაფად თამაშობდა, თუმცა ტექნიკური წუნისა და აცილებული ბურთების გამო ანგარიში ნელი ტემპით იზრდებოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა საიმედო ლიდერობის მოპოვებას. პირველი პერიოდი დინამოელებმა 23:19 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეული ტიტების უპირატესობით 23:16 დასრულდა. თანაბარი თამაში მესამე პერიოდშიც გაგრძელდა და
დინამოელებმა გუნდური თამაშის წყალობით შეხვერის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირება შეძლეს, რა დროსაც გუნდის მწვრთნელი, მუჰამედ ტაჩი ერთ ეპიზოდში ნერვებს აჰყვა, მსაჯებიგან ზედიზედ 2 ტექნიკური დაიმსახურა და თამაში დატოვა. დარჩენილ დროში ტიტებს აღარ გასჭირვებიათ თამაშისსასურველ შედეგამდე მიყვანა და მიდინარე სუპერლიგაში მე-3 გამარჯვება მოიპოვეს.
ტიტებში 26 ქულით საუკეთესო იყო ლუკ მეიერი. 18 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა ტრისტინ უოლეს ანგარიშზე, დემიელ უილიამსი კი გამარჯვებულებს 10 ქულა მიაშველა. დინამოში 16 ქულით ბომბარდირი გახდა ტაილერ უილიამსი, 13 ქულა ლუკა ბულაშილმა მოაგროვა, ხოლო სედრიკ ქაუნსილის ანგარიშზე 11-11 ქულა-მოხსნა დაგროვდა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით