"ცხუმ-აფხაზეთმა" "მგზავრები" ბრძოლაში დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-6 ტურის 16 ნოემბრის მატჩები დაძაბული შეხვედრით დასრულდა. “ცხუმ-აფხაზეთმა” და “მგზავრებმა” ერთმანეთს დიდი ჯახი გაუმართეს, რომელიც ზვიად ანთაძის გაწვრთნილ ცხუმელთა გამარჯვებით – 77:75 დასრულდა.

თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი “მგზავრები” 6 ქულით იგებდა და საბოლოო წარმატებამდე მცირედი აკლდა, რომელიც “ცხუმ-აფხაზეთის” მებრძოლმა კალათბურთელებმა არ დაანებეს. დეონტა ფრანკლინმა ორქულიანით და ვახტანგ გაფრინდაშვილმა ორქულიანს მოყოლილი ბონუს საჯარიმოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. დასრულებამდე წუთნახევრით ადრე გაფრინდაშვილმა დამაწინაურებელი ბურთიც ჩააგდო – 72:71, რის შემდეგაც ცხუმელებმა ქებული დაცვით მეტოქის დაცვა ჩაშალეს და გაფრინდაშვილი
ჯარიმით შეაჩერეს. ახალგაზრდა ცხუმელმა ორივე ჩააგდო, ანგარიში 75:72 გახადა და ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა.

დარჩენილ წუთში “ცხუმ-აფხაზეთმა” ლიდერობა წარმატებით შეინარჩინა და საბოლოოდ 2 ქულის სხვაობით – 77:75 გაიმაჯვა. ცხუმელებს 15 ქულითა და 5-5 მოხსნა-პასით დეონტა ფრანკლინმა ულიდერა. 17 ქულა და 5 პასი კვან უოლერმა მიითვალა, გიორგი კვეტენაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. “მგზავრებში” 21 ქულით, 11 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო იყო ტაჯ სპენსერი, სოსო გოგნაძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.

სუპერლიგის მე-6 ტურის ბოლო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს კაკტუსი და ოლიმპი შეხვდებიან, ოლიმპიურ სასახლეში 17 ნოემბერს გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0