"კაკტუსმა" "ქუთაისი" 82:76 დაამარცხა და ცხრილში გაუთანაბრდა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-10 ტური დღეს 2 მატჩით სრულდება. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი შეხვედრებიდან პირველი დასრულდა. დაძაბულ ბრძოლაში “კაკტუსმა” “ქუთაისი” 82:76 დაამარცხდა და ცხრილში გაუთანაბრდა. ორივე გუნდს ახლა 4 მოგება და 5 მარცხი აქვს და ანალოგიური შედეგის მქონე “ტიტებთან” და “რუსთავთან” ცხრილში მე-6-მე-9 ადგილებს იყოფს.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად და თანაბრად წარიმართა. პირველი პერიოდი 2 ქულით “ქუთაისმა” მოიგო, ხოლო მეორეში ანალოგიური სხვაობით “კაკტუსმა” იმარჯვა. შესაბამისად, დიდ შესვენებაზე ანგარიში თანაბარი გახლდათ. მესამე ათწუთეულში კვლავ 2 ქულით ქუთაისელებმა იმარჯვეს და ბოლო პერიოდს მცირე ლიდერობით შეხვდნენ, თუმცა
კაკტუსელებმა გადამწყვეტი სიტყვა დასკვნით წუთებზე თქვეს.

ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. მთლიანობაში, ლიდერი 20-ჯერ შეიცვალა, მატჩის ბედი კი ბოლო წუთზე გადაწყდა. მნიშვნელოვანი იყო ლევან ლოლიშვილის სამქულიანი, რომლის შემდეგაც, თამაშის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე “კაკტუსი” 74:70 დაწინაურდა. ამ გაქცევის შემდეგ არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი კაკტუსელები გამარჯვებამდე ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდნენ - 82:76.

გამარჯვებულებს 18 ქულით, 11 პასითა და 6 მოხსნით ბრაიან უილიამსმა ულიდერა. 21 ქულით ბომბარდირი მიხეილ ჭოჭუა გახდა, ხოლო ჯასტინ ევერეტის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. ქუთაისში 18 ქულით, 7 პასითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო შონ რაუნდთრი. 20 ქულა ჯეიმზ მილიკენმა, ხოლო 17 მილოშ პაიოვიჩმა დააგროვა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0