“ცხუმ-აფხაზეთს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის სადებიუტო მატჩი კარგად დაიწყო, თუმცა წარმატებულად ვერ დასრულდა. ცხუმელებმა “კაკტუსს” დიდი ბრძოლა გაუმართეს და პირველი ნახევარი
მთლიანობაში, გაიმარჯვა უფრო გუნდურად და შედეგიანად მოთამაშე “კაკტუსმა”. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე არჩილ ჟღენტის გუნდის უპირატესობამ 12 ქულას მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ “ცხუმ-აფზაზეთმა” ბოლო წუთზე ჩამორჩენა 5-მდე შეამცირა, საბოლოოდ მაინც ვერაფერს გახდა – 74:68 “კაკტუსის” სასარგებლოდ.
32 ქულით გამარჯვებულებს მაიკ დევისმა ულიდერა. 13 ქულა ჩააგდო მიხეილ ჭოჭუამ, 12 ქულა და 11 მოხსნა ჯასტინ ევერეტის ანგარიშზე დაგროვდა. “ცხუმ-აფხაზეთში” 20 ქულით ობრი მაკალპინი გამოირჩა, 12 ქულა ჰქონდა ვახტანგ გაფრინდაშვილს. ამ გამარჯვებით “კაკტუსი” 6-6 მოგებ-წაგებით მე-5 ადგილზე აღზევდა, “ცხუმ-აფხაზეთი” კი ბოლოზე დარჩა და საქმე გაირთულა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით