საქართველოს ნაკრების გამოცდილი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე, რომელიც ბოლოს ყატარის "ალ შამალის" ღირსებას იცავდა, კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს, - იტყობინება თბილისური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით:
"თბილისის "დინამომ" საქართველოს ნაკრების წევრი, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო პირველი ნომერი - გიორგი ცინცაძე დაიმატა!
გიორგი თბილისშია, სანაკრებოდ ემზადება. ცინცაძე ტრავმირებული იყო და სარეაბილიტაციო კურსს ამთავრებს. შემდეგ კიდევ ერთხელ გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ნაკრების განკარგულებაში გადავა.
ცინცაძე: "დღეს "დინამოში" ვარ. როგორც კი სანაკრებო პაუზა დასრულდება, გუნდთან ერთად დავიწყებ სუპერლიგისთვის მზადებას, სუპერლიგაში თამაშს. ეს "დინამო" საინტერესო გუნდია.
როგორც იცით, მქონდა ტრავმა და ამ ეტაპზე ბოლომდე მზად არ ვარ. ჩემი სურვილია, "დინამოს" მაქსიმალურად ჯანმრთელი დავეხმარო".
ცინცაძესთან ერთად "დინამო" შეიცვლება. ავტომატურად შეიცვლება. "ბუს" მოაქვს გამოცდილება, შარმი და მოგების დიდი სურვილი. ბიჭებს ეს მაგრად დაეხმარება. ცინცაძე იწყებს".
მახსოვს ისრაელში, ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო 6 თვე გაუცდა, რის გამოც გუნდმა კონტრაქტი გაუწყვიტა და უგუნდოდ დარჩა, რომ მომჯობინდა გუნდი მონახა (მგონი რუმინეთში) 2 თუ 3 თამაში ითამაშა და ნაკრებში შესარჩევზე ჩამოვიდა და ნაკრების თამაშში თბილისში კიდევ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ტრავმით გამოწვეულ ტკივილზე უფრო მძიმე იმ დროს ალბათ გიოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო იქნებოდა. იმ თამაშზე მე-14 სექტორში მეორე იარუსზე ვიჯექი და გიოს ტრავმა თითქის მეც მეტკინაო, ისე გულდადაწყვეტილი ვიყავი რომ თამაშის ინტერესი გამიუფერულდა...ამ ტრავმას ისევ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა მოყვა.
ბევრი ალბათ სულით დაეცემოდა, მაგრამ ყოჩაღ გიოს ფეხზე წამოდგომა და კარიერის გაგრძელება რომ მოახერხა!
ამიტომაც ვაფასებ რომ ყოველთვის ნაკრების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებდა, მიუხედავად იმისა რომ ამით ზოგჯერ საკუთარ საკლუბო კარიერას ზიანს აყენებდა.
მადლობა გიო და წარმატებებს გისურვებ.
შენი თავდადების დაფასებისა და პატივისცემის ნიშნად აუცილებლად დავესწრები საქ. ჩემპიონატზე შენს თამაშებს და მხარდაჭერას ამით გამოვხატავ!