ბოლო ადგილზე მყოფმა ცხუმელებმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და მთელი პირველი ტაიმი, მესამე პერიოდის ნახევარიც, ამარცხებდნენ ქუთაისელებს. იმერული კლუბი მძიმედ, მაგრამ სტაბილურად მისდევდა კუდში მასპინძლებს და ბოლო პერიოდის დაწყებამდე გადაასწრო კიდეც.
“ცხუმ-აფხაზეთის” მოთამაშეებმა, რომლებიც ბოლო პერიოდის ახალდაწყებულზე 10 ქულით აგებდნენ, ფარ-ხმალი არ
ქუთაისელთაგან 22 ქულით ჯეიმს მილიკენი გამოირჩა, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ საერთო საქმეს ხელი 17 ქულით წააშველა. “ცხუმ-აფხაზეთში” 16 ქულით საუკეთესო იყო დევიდ როლინსი. ამ წაგებით ცხუმელები, რომლებსაც 14 მატჩიდან 4 მოგება აქვთ, ბოლო ადგილზე დარჩნენ, ქუთაისელები კი 15-დან 9 მოგებით ანალოგიური შედეგის მქონე თსუ-სა და “ვერასთან” ერთად II-IV ადგილებს ინაწილებენ.
რაც შეეხება “ტიტებისა” და “დინამოს” დაპირისპირებას, ძალიან უცნაური სცენარით წარიმართა. “ტიტებს” თავიდან თამაში ისე წაუვიდა, ბევრს აფიქრებინა, რომ იოლ გამარჯვებას მიითვლიდა, მაგრამ… პირველი პერიოდის შემდეგ 32:15 იგებდნენ, ხოლო მეორეში 18 ქულით – 35:17 დაწინაურდნენ. “ტიტების” ძირითადი იარაღი სამქულიანები იყო, რომლებსაც ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი აღნიშნულ მომენტამდე დიდებულად ასრულებდა.
დინამოელებმა პერიმეტრი გადაკეტეს, მათი მწვრთნელი მუჰამედ ტაჩი კი ხშირი როტაციით მეტოქეს შეტევაში გეგმებს უშლიდა. გამართული თამაშის წყალობით “დინამომ” ანგარიში მეორე პერიოდშივე გაათანაბრა, თუმცა "ტიტები" დიდ შესვენებამდე ლიდერის როლში ინერციით მივიდა – 46:40. მეორე ნახევარში “დინამომ” ლიდერობა მოიპოვა და ბოლომდე შეინარჩუნა. “ტიტების” მოთამაშეები ცდილობდნენ მატჩის გადარჩენას, მაგრამ მეტოქის გუნდური და მიზანმიმართული მოქმედების წინააღმდეგ ვერას გახდნენ. ბოლო წუთებზე მუჰამედ ტაჩის გუნდის უპირატესობა 10 ქულას გადასცდა და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა – 73:66 (სტატისტიკა) “დინამოს” სასარგებლოდ.
22 ქულით გამარჯვებულებს ტაილერ უილიამსმა ულიდერა. 15 ქულა ჰქონდა ლუკა ბულაშვილს. “ტიტებში” კი 18 ქულით ბომბარდირი გახდა ლუკ მეიერი, ხოლო კორი სპენსმა შეხვედრა 17 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა. “დინამო” 8 მოგებითა და 6 მარცხით ცხრილის შუაში გამაგრდა, “ტიტებს” კი მხოლოდ 5 მოგება აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება.
სუპერლიგის მომდევნო ტურის მატჩები 13 და 14 მარტს გაიმართება.
GBF.GE