"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა

AutoSharing Option
სუპერლიგის ფინალური სერია დღეს რუსთავში გაიხსნა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული “რუსთავი”, რომელიც ბოლოს ჩემპიონი 2010 წელს გახდა და მას შემდეგ ფინალში არ ყოფილა, ტიტულს სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს ეცილება. “ცხუმ-აფხაზეთი”, რომელიც შარშანწინ “დელტას” სახელწოდებით ასპარეზობდა, ჩემპიონი გახდა, ხოლო შარშან, მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო სუპერლიგაში პრიზიორები არ გამოვლენილან.

ანატოლი ბოისას გაწვრთნილი “რუსთავი” ფავორიტად მიიჩნევა იმ შედეგების გათვალისწინებით, რაც ამ გუნდმა ფინალურ სერიამდე აჩვენა. ქვემოქართლელებმა რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს და პლეი- ოფში არც ერთი მატჩი არ წაუგიათ. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი "ცხუმ-აფხაზეთი" კი რეგულარულში
მესამეზე გავიდა, ხოლო მიმდინარე პლეი-ოფში მეოთხედფინალშიც 2:1 იმარჯვა და ნახევარფინალშიც.

ამასთან ერთად, რუსთაველებს საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერაც ჰქონდათ. სუპერლიგის მატჩებს მაყურებელი დაუბრუნდა და რუსთავშიც საკუთარ გუნდს, ტრადიციულად, მხურვალედ უქომაგეს. მაყურებლის ფაქტორი მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან რუსთაველებს საკმაოდ გაუჭირდათ და ბოლო პერიოდამდე უმეტესწილად ჩამორჩებოდნენ. მართალია, "რუსთავმა" საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით – 76:60 იმარჯვა, თუმცა მეტოქე მესამე პერიოდის ბოლომდე სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდა.

პირველი პერიოდი ცხუმელებმა 21:16 მოიგეს, ხოლო მეორეში მხოლოდ 1 ქულა დათმეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდში რუსთაველებმა სათამაშო დისციპლინისა და აგრესიული დაცვის ხარჯზე უპირატესობა მოიპოვეს. ზუსტ შორ სროლებთან ერთად მასპინძლები სწრაფ გარღვევებს ახორციელებდნენ, რის ხარჯზეც ჯერ ჩამორჩენა გააბათილეს და მესამე პერიოდის მიწურულს წინაც გავიდნენ. 27:18 მოგებული ათწუთეულის შემდეგ "რუსთავი" 5 ქულით დაწინაურდა და ბოლო პერიოდში მეტოქე საბოლოოდ გატეხა.

რუსთაველები ვერ შეაჩერა ვერც ჩერქეზიშვილის მიერ მიჯრით აღებულმა წუთშესვენებებმა. ქვემოქართლელთა ლიდერობამ 18 ქულას მიაღწია და თამაშის ბედიც საფინალო სირენამდე ხუთიოდ წუთით ადრე გაირკვა. გამარჯვებულებს ლეგიონერებმა ულიდერეს: მაიკლ დევისმა 16 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა მიითვალა, ჯილან ვაშინგტონმა – 17 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი, ხოლო დევიდ ოკეკეს ანგარიშზე 14 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. "ცხუმ-აფხაზეთში" ერთადერთი მოთამაშე ასცდა 10-ქულიან ზღვარს – ალექსანდრე ფევაძემ 12 ქულა მიითვალა. 9 ქულა რეივენ ლიმ, ხოლო 8 – გიორგი შარაბიძემ მიითვალეს.

ფინალური სერიის მეორე მატჩი კვლავ რუსთავში, 24 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელიც ფინალურ სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0