როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბრძოლა არ შედგა. იმერულმა კლუბმა თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა (პირველი პერიოდი 22:8 მოიგო), შეხვედრის ბოლომდე მეტოქისთვის შანსი არ მიუცია. მეორე ათწუთეული სტუმრებმა 26:19 მოიგეს და დიდ შესვენებაზე უკვე 21 ქულით იგებდნენ.
გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ჯარვის რეი. გიორგი კორსანტიამ 18 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი კორსანტიამ უბადლოდ ესროლა საშუალო მანძილებიდან: 10-დან 9 ბურთი ჩააგდო, თუმცა ხუთივე სამქულიანი ააცილა. ადრიან ბოუის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. “რუსთავში” 15 ქულით ბომბარდირი გახდა კრისტიან კილინგი. მიხელ ჭოჭუამ და ვახტანგ გაფრინდაშვილმა შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს.
“რუსთავი” მორიგ მატჩს 5 ნოემბერს, კვლავ საკუთარ დარბაზში, სუპერლიგის ლიდერ თსუ-სთან გამართავს.
წყარო: gbf
17 ქულა და 14 მოხსნა - ნაკრების წევრმა გამარჯვება უზრუნველყო