საქართველოს ნაკრების წევრმა 10-დან 9 2-ქულიანი ჩააგდო

AutoSharing Option
საკალათბურთო სუპერლიგის 1 მატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდ “ქუთაისი 2010” ჩავიდა. ეს გუნდები ერთმანეთს 17 ოქტომბერს, სუპერლიგის პირველი ტურის დღეს გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩში შეხვდნენ და მაშინ ქუთაისელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ასე იყო ახლაც. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა მოქმედი ჩემპიონი მისსავე ქალაქში 90:69 დაამარცხეს.

როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბრძოლა არ შედგა. იმერულმა კლუბმა თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა (პირველი პერიოდი 22:8 მოიგო), შეხვედრის ბოლომდე მეტოქისთვის შანსი არ მიუცია. მეორე ათწუთეული სტუმრებმა 26:19 მოიგეს და დიდ შესვენებაზე უკვე 21 ქულით იგებდნენ.
საბოლოოდაც ამ სხვაობით იმარჯვეს ქუთაისელებმა, რომლებმაც მხოლოდ მესამე პერიოდი (14:20) დათმეს მასპინძლებთან.

გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო ჯარვის რეი. გიორგი კორსანტიამ 18 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი კორსანტიამ უბადლოდ ესროლა საშუალო მანძილებიდან: 10-დან 9 ბურთი ჩააგდო, თუმცა ხუთივე სამქულიანი ააცილა. ადრიან ბოუის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. “რუსთავში” 15 ქულით ბომბარდირი გახდა კრისტიან კილინგი. მიხელ ჭოჭუამ და ვახტანგ გაფრინდაშვილმა შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს.

“რუსთავი” მორიგ მატჩს 5 ნოემბერს, კვლავ საკუთარ დარბაზში, სუპერლიგის ლიდერ თსუ-სთან გამართავს.

წყარო: gbf

alt17 ქულა და 14 მოხსნა - ნაკრების წევრმა გამარჯვება უზრუნველყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0