გამარჯვება, თანაც საკმაოდ დამაჯერებელი, “ტიტებმა” მოიპოვა, რაც სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ერთობ მოულოდნელი იყო – 86:75. გამარჯვების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი “ტიტების” ახალწვეული კრის მაკნილი გახლდათ, რომელმაც 6 სამქულიანი და ჯამში 29 ქულა ჩააგდო, რითაც “ცხუმ-აფხაზეთს” გაქანების შანსი მოუსპო. სატრანსფერო ბაზარზე “ტიტების” პოლიტიკა ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანაა, რაც ამ გუნდის ხელმძღვანელობას
პირველი პერიოდის 3 ქულით წაგების შემდეგ “ტიტებმა” მეორე ათწუთეული 29:21 მოიგო, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ ლიდერობა 15 ქულამდე გაზარდა. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. "ცხუმ-აფხაზეთის" მაქსიმუმი ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირება იყო, რასაც ისააკ ასრატის სამქულიანი მოჰყვა და შეხვედრის ბედიც გაირკვა.
კრის მაკნილმა 29 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 7 პასიც მიითვალა, რითაც მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 12 ქულა და 13 მოხსნა ჯავიონ ოგუნიემიმ მიითვალა, ჯორდან რობერტსონმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა. "ცხუმ-აფხაზეთში" 23 ქულითა და 9 მოხსნით მარქილ სმიტი გამოირჩა. 17 ქულა და 8 პასი ლუკა მაზიაშვილმა მოაგროვა, 13-13 ქულა ალექსანდრ ფიკოკმა და ჯაი უილიამსმა მიითვალეს.
ტურის ბოლო, მე-5 შეხვედრა რუსთავში, ადგილობრივ გუნდსა და “ბათუმს” შორის გაიმართება.
gbf