თსუ-მ სუპერლიგის წინა ტურში “ბათუმთან” წააგო, მის წინა შეხვედრა კი თასის გათამაშებაზე “მეგასთან” დათმო. მართალია, ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს წაგებულ მატჩებში ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე აკლდათ, თუმცა ლიდერ გუნდს 1-2 მოთამაშის არყოფნა არ უნდა ეტყობოდეს. დინამოელთა მოლოდინი არ გამართლდა – თსუ სრულად
ლექსო ლაფანაშვილი მატჩის შემდეგ იმ ნეგატიურ მომენტზე ამახვილებდა ყურადღებას, რომელიც მის გუნდს ბოლო პერიოდში მოუვიდა. მესამე პერიოდის შუაწელში მოპოვებული სოლიდური (26-ქულიანი) ლიდერობა თსუ-ელებმა გაანიავეს. ბოლომდე არა, მაგრამ მესამე ათწუთეულის მიწურულს რომ დაიწყეს, დინამოელები მიჰყვნენ და მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჩამორჩენა 6 ქულამდე (70:76) შეამცირეს.
უნივერსიტეტის მთავარმა მწვრთნელმა სასწრაფოდ წუთშესვენება აიღო, კალათბურთელებს მკაცრი შეფასებები და კონკრეტული დავალებები მისცა. შედეგად, თსუ-მ ლიდერობა კვლავ გაზარდა. ამასობაში ბოლო წუთებმაც მოატანა და საფინალო სირენაც ისე გაისმა, დაძაბულობას მოედანზე არ დაუსადგურებია.
თსუ იოლად მივიდა სუპერლიგაში მე-12 გამარჯვებამდე და პირველი ადგილი სოლიდურად გაიმყარა. გამარჯვებულთაგან ოთხმა კალათბურთელმა 10-10 ქულა დააგროვა – ივანე მეგენეიშვილმა, მიხეილ ბერიშვილმა, ნიკოლოზ ბერიშვილმა და პაპ დიოდმა. საუკეთესო კი, ტრადიციულად, ლოველ ქაბილი გახდა – 20 ქულა, 8 პასი, 6 ჩაჭრა. დინამოელთა რიგებში 21-21 ქულით ვლადიმერ თავაქარაშვილი და ბენჯამინ ქოლეჯი გამოირჩნენ.
gbf
“კაკტუსმა” უშუალო კონკურენტ “რუსთავს” მოუგო და ცხრილში გაუთანაბრდა