სერიის პირველი შეხვედრა "კაკტუსმა" მოიგო და სუპერლიგაში დასარჩენად პირველი ნაბიჯი გადადგა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსელებმა საქმე რომ გადათამაშებამდე მიიყვანეს, ალბათ ამას უფრო დარდობენ, ვიდრე საკუთრივ "ასტრალთან" დაპირისპირებაზე ნერვიულობენ. მართალია, ვატო თევზაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია,
გამარჯვებულთა შორის 26 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 21 ქულა და 9 მოხსნა დერიკ ნიუტონმა მიითვალა, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. "ასტრალში" 24 ქულითა და 10 მოხსნით ევან ჰინსონი გამოირჩა. 21 ქულა ბექა ჩიკვილაძის, ხოლო 12 ქულა და 11 მოხსნა ევან მილიგანის ანგარიშზეა.
სერიის მეორე შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში დღეს, 27 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება.
gbf
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა – 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა