რეგიონული სერიის მე-4 მატჩი ვერ გამოდგა ისეთი საინტერესო და დაძაბული, როგორც მისი წინამორბედები. შეგახსენებთ, რომ სერიის პირველ და მეორე მატჩებში, რომლებსაც ქუთაისმა უმასპინძლა, გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. პირველ მატჩში სულაც ორჯერ დაინიშნა დამატებითი 5-წუთეული. ორივე შეხვედრა მასპინძელი ქუთაისელების გამარჯვებით
შეხვედრის განმავლობაში ბათუმელებს პრობლემები არ შექმნიათ. თუკი პირველ ნახევარში მასპინძლები მცირედით – 4-8 ქულით იგებდნენ, მეორე ტაიმში ხელჩასაჭიდ ლიდერობას მიაღწიეს. ბერიშვილის გუნდის უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და ერთ ეპიზოდში 17-საც მიაღწია. ბოლო პერიოდის წინ ქუთაისელებს წარმატების შანსი შერჩენოდათ, რადგან 12 ქულას აგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა გამართული ტაქტიკისა და სიზუსტის წყალობით ქუთაისელებს წარმატების შანსი აღარ მისცეს და საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწიეს.
გამარჯვებულთაგან 21 ქულითა და 6 პასით საუკეთესო იყო კაილი რიდლი. 14 მოხსნა, 6 ქულა და 4 დაფარება ბექა ბექაურმა მიითვალა, 14 ქულა სპენსერ კოლინსის ანგარიშზეა. ქუთაისელთაგან 16 ქულითა და 8 მოხსნით გიორგი კორსანტია გამოირჩა. 12 ქულა სტივენ ფლეჯერმა მოაგროვა, ხოლო 10 ქულა ოთარ ფხაკაძის ანგარიშზე დაგროვდა.
GBF