"რუსთავმა" მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩში "დელტას" შანსი არ დაუტოვა

AutoSharing Option
რუსთავში ერთი მეოთხედფინალური მატჩის მოგება გურჯაანის "დელტასთვის" პროგრამა-მინიმუმი იყო და ალბათ, მაქსიმუმიც. გამომდინარე რეგულარული ჩემპიონატის ცხრილიდან, რომელშიც "რუსთავმა" მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო "დელტამ" – მე-7, გურჯაანელების 2 გასვლითი გამარჯვება ცოტა არარეალური იყო.

პირველი მატჩის მოგების შემდეგ გურჯაანელებმა თავისი საქმე გააკეთეს – "რუსთავს" მოედნის უპირატესობა წაართვეს, ხოლო მეორე მატჩი, რომელიც რუსთავში დღეს გაიმართა, რომ იტყვიან, ცალფარა გამოდგა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა გურჯაანელები 105:74 დაამარცხეს და მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს – 1:1.

პირველი პერიოდი "რუსთავმა" 31:12 მოიგო, რითაც ცხადი გახადა ის
ფაქტი, რომ "დელტას" მეორე მატჩი მოგების იმედი არ უნდა ჰქონოდა. მასპინძლებმა მეორე და მესამე პერიოდებიც მოიგეს, თუმცა მცირე სხვაობით, მაგრამ მთლიანობაში ქვემოქართლელთა ლიდერობამ სოლიდური სახე მიიღო. ცხადი იყო, რომ მასპინძლები, რომლებსაც სავსე დარბაზი უმაგრებდათ ზურგს, მოგებას არასგზით დათმობდნენ და ასეც მოხდა.

სამმაგი დუბლის ზღვარზე მივიდა ტრეი კროფტი. რუსთაველთა ამერიკელმა უკანახაზელმა 28 ქულა, 9 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 18 ქულა ლუკა ბულაშვილმა, ხოლო 17-17 ლევან ბაბილოძემ და გუგა პატაშურმა მიითვალეს. "დელტაში" საუკეთესო შედეგი ჰქონდა დერიკ ნიუტონს – 23 ქულა. ეივი ტუმერმა 19 ქულა მოაგროვა.

ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მომდევნო 2 მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27 და 28 აპრილს გაიმართება.

GBF


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0