მთავარმა მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა და მისმა ასისტენტებმა – ნიკა მსხალაიამ და დიმიტრი ჭელიძემ, გუნდის წევრები დიდად არ დატვირთეს. დასაწყისში ფიზმომზადების მწვრთნელმა ლევან სამხარაძემ ბიჭებს ტრადიციულად მოთელვითი ვარჯიშები ჩაუტარა, რის შემდეგაც კომბინაციების გათამაშების დრო დადგა.
"ვარეზეს"
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს იტალიაში ვერ გამოჰყვა ამერიკელი ტაირი ბოიკინი, რომელსაც საზარდულის ტრავმა აწუხებს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, რომელშიც საქართველოს ნაკრების 4 მოქმედი წევრი და ორიც კანდიდატია, ვარეზეში ამ შემადგენლობით იმყოფება:
გიორგი ცინცაძე, ნიკა ჩეჩელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, ნოდარ გოგოძე, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კოპაძე, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე მგელაძე, კამერონ კრენსტონი, ალექსანდრე ფევაძე, ნიკოლა ვუიოვიჩი.
"ვარეზე" იტალიის რიგით მე-3 ყველაზე ტიტულიანი გუნდია მილანის "ოლიმპიასა" და "ვირტუს ბოლონიას" შემდეგ. ვარეზელები იტალიის ჩემპიონები 10-ჯერ ყოფილან, 4-ჯერ მოუგიათ ქვეყნის თასი და ერთხელ სუპერთასი. საერთაშორისო ასპარეზზე "ვარეზე" არანაკლებ წარმატებულია. იტალიურ კლუბს 5-ჯერ აქვს ევროლიგა მოგებული, 3-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი და 2-ჯერ საპორტას თასი. კლუბი 1945 წელსაა დაარსებული და ჩამოთვლილი ტიტულების აბსოლუტური უმრავლესობა გასულ საუკუნეზე მოდის.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში "ვარეზეს" 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. ბოლო ტურის მატჩში ვარეზელებმა "ვანოლი კრემონა" 107:51 გაანადგურეს, თუმცა ფიბა-ევროპის თასის მატჩში შინ გერმანულ "გიოტინგენთან" 79:91 დამარცხდნენ. "ვარეზეს" ჰყავს ნბა-ს ერთ-ერთი ყოფილი გამორჩეული მოთამაშე, ვილი კოლი-სტეინი, რომელიც ფიბა-ევროპის თასის გასული, ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ის ევროტურნირში საშუალოდ 16.5 ქულასა და 14.5 მოხსნას აგროვებს.
"ვარეზესა" და თსუ-ს დაპირისპირება ადგილობრივი დროით 20:30 საათზე (23:30 თბილისის დროით) დაიწყება. ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში ფიბა-ს youtube-ის არხზე გადაიცემა: https://www.youtube.com/watch?v=8510xpEc7is
GBF