საქართველოს თასი. 1/4 ფინალი: "ბათუმმა" "სოხუმს" მოუგო და "დინამოს" შეუწყვილდა

AutoSharing Option
24 თებერვალს, ბათუმში გამართულ მატჩში საქართველოს თასის გათამაშების ბოლო ნახევარფინალისტი გამოვლინდა. "ბათუმმა" "სოხუმს" უმასპინძლა და 98:84 გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში "დინამოს" შეუწყვილდა.

მეორე წყვილში ერთმანეთს "ქუთაისი" და "რუსთავი" დაუპირისპირდებიან.

ბათუმში გამართული შეხვედრა სოხუმელთა უპირატესობით დაიწყო. უკრაინელი მწვრთნელის, ვიტალი ჩერნის გაწვრთნილმა სოხუმელებმა პირველი პერიოდი 28:21 მოიგეს, თუმცა მეორეში მასპინძლებმა თამაშის გამოსწორება მოახერხეს და დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს.

მასპინძლებმა მესამე პერიოდში "სოხუმი" გატეხეს, როცა პერიოდი 29:15 მოიგეს. დარჩენილ დროსი სოხუმელები ეცადნენ, თუმცა ვითარების გამოსწორება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 84:98 დამარცხდნენ.

მასპინძელთა
გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო ბესო ლეჟავამ, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და მთლიანობაში 23 ქულა მოაგროვა. 19 ქულა მიითვალა იგორ კრივცოვმა, 15 ქულა კი ილია შემოსიუკის ანგარიშზეა. "სოხუმში" 17-17 ქულა ჰქონდათ დუეინ ლათანს და ალექსანდრ ტიშჩენკოს.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული