საქართველოს თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი "ქუთაისია"

AutoSharing Option
ფოტო: gbf.ge

თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. 19 მარტს თბილისსა და ბათუმში მეოთხედფინალური სერიის 2 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან 1 დასრულდა, მეორეში კი ანგარიში გათანაბრდა.

თბილისში "კაკტუსმა" "ქუთაისს" უმასპინძლა და 66:91 დამარცხდა. შესაბამისად, სერიაში ქუთაისელებმა იმარჯვეს, რომლებსაც პირველი მატჩი შინაურ დარბაზში ჰქონდათ მოგებული. "კაკტუსს" ტრავმის გამო აკლდა ანატოლი ბოისა, დელანო სპენსერი და წინააღმდეგობა ვერ გაუწია მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ფავორიტს.

"ქუთაისი" ნახევარფინალშია და ელოდება მეტოქეს, რომელიც "ტიტები"-"ოლიმპის" წყვილში უნდა გამოვლინდეს. სერიას "ტიტები" 1:0 იგებენ, მომდევნო შეხვედრა კი 2 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება
ბათუმში გამართულ მატჩს, ის თბილისის "დელტას" გამარჯვებით – 74:60 დასრულდა. ბათუმელებს გამარჯვება ჰყოფნიდათ ნახევარფინალში გასასვლელად, თუმცა ვერ შეძლეს მობილიზებული და მოსაგებად მომართული "დელტელების" დამარცხება. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და გამარჯვებულს მესამე, გადამწყვეტი მატჩი გაარკვევს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

altგოგა ბითაძემ ევროლიგის ლიდერს 11 ქულა ჩაუგდო

altლიდერის დამარცხების შემდეგ "პისტონსმა" აუტსაიდერს ვერ სძლია - ზაზა ფაჩულიას 3 ქულა [VIDEO]

altBleacherreport: დრაფტზე გოგა ბითაძეს 27-ე ნომრად "ბრუკლინი" აირჩევს

alt23 წლის ქართველი კალათბურთელის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან აშშ-ში მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული