იკერ კასილიასმა თომას რაველის რეკორდი გააუმჯობესა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა იკერ კასილიასმა ახალი რეკორდი დაამყარა - ევროპაში მასზე მეტი სანაკრებო მატჩი არც ერთ მეკარეს არ აქვს ჩატარებული.

შვედი გოლკიპერის, თომას რაველის რეკორდი მაიამიში დაემხო, სადაც "ფურია როხამ" კონფედერაციის თასისთვის მოსამზადებელ მატჩში ჰაიტის ნაკრებს 2:1 მოუგო, მსოფლიოს ჩემპიონთა კარს კი იკერი იცავდა. ეს მატჩი მისთვის 144-ე იყო ეროვნულ გუნდში.

თომას რაველი 1981 წლიდან 1997 წლამდე 143-ჯერ იცავდა შვედეთის ნაკრების ღირსებას.

მაიამის მატჩში კი ანგარიში სანტი კასორლამ გახსნა მე-8 წუთზე, მე-19 წუთზე სესკ ფაბრეგასმა 2:0 გახადა, თუმცა ჰაიტის რბევა
არ შედგა. ის კი არა, 75-ე წუთზე მცველმა გერიერმა "ლა როხას" გაუტანა და ბოლო 15 წუთი მეტოქე ანერვიულა კიდევაც.

სხვათა შორის, ამ თამაშამდე კასილიასს 136 დღის განმავლობაში არ ეთამაშა ფეხბურთი, რაც ჟოზე მოურინიოს "დამსახურებაა".

"ამდენი ხნის უთამაშებელი ერთდორულად ბედნიერიც ვიყავი და ახალბედასავით ნერვიულიც. ჩემნაირი ფეხბურთელისთვის ამდენი ხანი უფეხბურთოთ არ დარჩენა არ შეიძლება".

ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასი: ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" წარმატებას ვუსურვებ
მკითხველის კომენტარები / 1 /
" ჩემნაირი ფეხბურთელისთვის ამდენი ხანი უფეხბურთოთ არ დარჩენა არ შეიძლება".
:))))))))))))))))))))))
dudu
00:29 10-06-2013
0

სიახლეები პოპულარული