კოულის მიერ "ტვიტერში" გამოქვეყნებულმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისათვის შეურაცხმყოფელმა გამოთქმებმა შესაძლოა სპეციალისტს კოულზე უარი ათქმევინოს.
კოული სოციალურ ქსელში ჯონ ტერის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებას არაკორექტული ფორმით გამოეხმაურა.
მცველმა ბოდიში მალევე მოიხადა, თუმცა "ჩელსიში" დისციპლინარულ სასჯელს მაინც ვერ ასცდა და ახლა ეს ამბავი შესაძლოა მის ნაკრებში ასპარეზობაზეც აისახოს.
არადა, მიმდინარე კვირაში ეშლის "ლომების" შემადგენლობაში მეასე მატჩი უნდა ჩაეტარებინა.