16 ოქტომბერს "სკუადრა აძურა" საკუთარ მოედანზე დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება, თუმცა მასპინძლებს თავიანთი მუდმივი პირველი ნომრის გარეშე მოუწევთ თამაში.
ბუფონს კუნთების ტკივილი აწუხებს, მაგრამ ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს იტალიის ნაკრების ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მას სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლის შანსი ჰქონდა.
თუმცა 16 ოქტომბერს დილით ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტრავმა ბევრად უფრო სერიოზული იყო და ექიმებმა ბუფონის ჯანმრთელობის მოფრთხილება გადაწყვიტეს.