26 მარტს ესპანელებმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჯგუფის უმთავრეს მეტოქე საფრანგეთს სტუმრად ანგარიშით 1:0 სძლიეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი პედრო როდრიგესმა შეაგდო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ და მდევარ საფრანგეთს ქულით უსწრებენ.
"ძალიან გახარებულნი ვართ, რომ შევძელით სამი ქულის მოპოვება. ჯგუფში ვითარება ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა.
კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ ესპანეთის ნაკრები თავის სათამაშო
ფრანგებისგან წნეხი მატჩის დასაწყისში ვიგრძენით. მათ ორი-სამი სახიფათო მომენტიც შექმნეს. მასპინძლები მიზანმიმართულად ბენზემაზე აგებდნენ თამაშს, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა მატჩზე კონტროლი არ დაკარგეს.
მინდა გამოვარჩიო ინიესტასა და ვილიას სწრაფი პასები, რის შედეგადაც ბურთი ჩვენს თავდამსხმელებამდე აღწევდა", - აღნიშნა მატჩის შემდეგ დელ ბოსკემ.
მუნდიალის შესარჩევი ციკლის მომდევნო ტურში ესპანეთი 6 სექტემბერს სტუმრად ფინეთთან ითამაშებს.
ასევე იხილეთ:
საფრანგეთი-ესპანეთი 0:1 - "ფურია როხას" დიდი ნაბიჯი ბრაზილიისკენ [VIDEO]