იაპონიამ მუნდიალის საგზური მოიპოვა

AutoSharing Option
4 ივნისს იაპონის ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა.

ქალაქ საიტამაში იაპონელები ავსტრალიელებს დაუზავდნენ 1:1. სტუმრები ოარის გოლით იგებდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე ავსტრალიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კეისუკე ჰონდამ გოლად აქცია.

ამით ალბერტო ჯაკერონის გუნდმა მომავალი წლის მუნდიალზე თამაში გაინაღდა: იაპონიას 14 ქულა აქვს და 7-7 ქულით უსწრებს ავტრალიას და იორდანიას.

აქამდე მხოლოდ ერთი მონაწილე იყო ცნობილი - მასპინძელი ბრაზილია. ასე რომ, იაპონია პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკვალიფიკაციო ბატალიებში მოიპოვა ფინალური ეტაპის საგზური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული