იაპონიის შემდეგ მუნდიალის საგზურები ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ და ირანმა მოიპოვეს

AutoSharing Option
აზიაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და მუნდიალის ფინალური ეტაპის ოთხივე მონაწილე გაირკვა. იაპონიას, რომელმაც საგზური თვის დასაწყისში გაინაღდა, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ირანი შეუერთდნენ.

ავსტრალიამ ჯოშუა კენედის გოლის წყალობით ერაყს მოუგო და ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა. მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებმა შესარჩევი ეტაპი არცთუ ისე დამაჯერებლად დაიწყეს, მაგრამ ყველაფერი მათთვის სასიკეთოდ დასრულდა.

გაცილებით დაძაბული ბრძოლა იყო პირველ ჯგუფში, სადაც ორი საგზურისთვის სამხრეთ კორეა, ირანი და უზბეკეთი იბრძოდნენ. ირანელებს კორეაში სულ მცირე, ფრე სჭირდებოდათ, ოღონდ უზბეკეთს დიდი ანგარიშით არ უნდა მოეგო.

საბოლოოდ,
უზბეკებმა 4-ბურთიანი სხვაობით კი იმარჯვეს, მაგრამ ფეხი არც ირანს დაცდენია - კარლოს კეირუშის შეგირდებმა, რეზა გოჩანეჯადის გოლის წყალობით, სეულიდან სამი ქულა წამოიღეს და მუნდიალზე თამაშის უფლება მიიღეს. უზბეკებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორი გოლი დააკლდათ. ახლა მირჯალოლ კასიმოვის შეგირდები საგზურის მოპოვებას პლეი ოფიდან ეცდებიან.

A ჯგუფი

ს. კორეა-ირანი 0:1
გოლი: 0:1 გოჩანეჯადი (60)

უზბეკეთი-ყატარი 5:1
გოლები: 0:1 აბდულქადირ ილიასი (37), 1:1 ნასიმოვი (60), 2:1 ზოტეევი (72), 3:1 ნასიმოვი (74), 4:1 ახმედოვი (88), 5:1 ბაკაიევი (90)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ირანი 8 5 1 2 8-2 16
2. ს. კორეა 8 4 2 2 13-7 14
3. უზბეკეთი 8 4 2 2 11-6 14
4. ყატარი 8 2 1 5 5-13 7
5. ლიბანი 8 1 2 5 3-12 5

B ჯგუფი

ავსტრალია-ერაყი 1:0
გოლი: 1:0 კენედი (83)

იორდანია-ომანი 1:0

თ მ ფ წ ბ ქ
1. იაპონია 8 5 2 1 16-5 17
2. ავსტრალია 8 3 4 1 12-7 13
3. იორდანია 8 3 1 4 7-16 10
4. ომანი 8 2 3 3 7-10 9
5. ერაყი 8 1 2 5 4-8 5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იაპონიის შემდეგ მუნდიალის საგზური ავსტრალიამაც მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული