ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში ახლებს უხმო

AutoSharing Option
ვისენტე დელ ბოსკემ ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა და ეროვნულ გუნდში რამდენიმე ახალ მოთამაშეს უხმო. როგორც მოსალოდელი იყო, სიაში არიან "ატლეტიკოს" ფეხბურთელები კოკე და მარიო სუარესი. ასევე გამოძახებულია ინიგო მარტინესი - სამივეს ნაკრებში თითო მატჩი აქვს ჩატარებული.

შეკრებაზე არ იქნებიან ჟერარ პიკე და "ჩელსის" სამი ლეგიონერი - სესარ ასპილიკუეტა, ხუან მატა და ფერნანდო ტორესი. ხავი მარტინესი და ჩაბი ალონსო კი ტრავმირებულნი არიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 6 სექტემებს მუნდიალის შესარჩევის ეგიდით ფინეთს ხვდება, 10 სექტემბერს კი ამხანაგურ შეხვედრაში (ჟენევაში)
ჩილეს დაუპირისპირდება

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ნაპოლი)
მცველები: ალვარო არბელოა (რეალი), რაულ ალბიოლი (ნაპოლი), სერხიო რამოსი (რეალი), ინიგო მარტინესი (სოსიედადი), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ნაჩო მონრეალი (არსენალი)

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), მარიო სუარესი (ატლეტიკო), ჩავი (ბარსელონა), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ხესუს ნავასი (მანჩესტერ სიტი), სანტი კასორლა (არსენალი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ისკო (რეალი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო)

თავდამსხმელები: ალვარო ნეგრედო (მანჩესტერ სიტი), რობერტო სოლდადო (ტოტენჰემი), პედრო (ბარსელონა), დავიდ ვილია (ატლეტიკო)

ასევე იხილეთ:
ესპანური ტრიუმფი ალვარო ნეგრედოს ქუსლურით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული