რადამელ ფალკაო შეიძლება კოლუმბიის ნაკრებს დააკლდეს

AutoSharing Option
მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში კოლუმბიის ნაკრები ეკვადორს შეხვდება. ამ მატჩში კოლუმბიას, შესაძლოა, მთავარი დამრტყმელი ძალა, რადამელ ფალკაო დააკლდეს.

კოლუმბიის ნაკრები ლიდერია 16-წლიანი პაუზის შემდეგ და თუ ასე გააგრძელა, პირველად მოხვდება მუნდიალზე, ხოლო ფალკაო 7 გოლით ნაკრების ბომბარდირია მიმდინარე ტურნირზე.

ფალკაომ კვირას, ლიგა 1-ის ტურის ცენტრალურ მატჩში, "ველოდრომზე" ტრავმა მიიღო - ფალკაოს "მონაკომ" სტუმრად 2:1 დაამარცხა "მარსელი". "ელ ტიგრემ" კოჭი დაიზიანა.

თუ ის ვერ მოასწრებს გამოჯანმრთელებას, სასტარტო შემადგენლობაში ჯექსონ მარტინესი (პორტუ) შეცვლის, რომელიც ტეოფილო გუტიერესს შეუწყვილდება. კოლუმბიის ნაკრები კონმებოლის ზონას 21 ქულით
ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული