იტალიის ნაკრებმა ბულგარეთთან უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა და პრაქტიკულად, გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, მაგრამ ეს გამარჯვება აპენინელებს ორი ფეხბურთელის ტრავმად დაუჯდათ... ლუკა ანტონელიმ და ინაციო აბატემ თამაში ვერ ჩაამთავრეს და როგორც უკვე გაცხადდა, ვერც ჩეხებთან პაექრობაში მიიღებენ მონაწილეობას.
ვთქვათ ისიც, რომ "სკუადრა აძურა" ჩეხეთის უმთავრეს გუნდს 10 სექტემბერს ტურინში უმასპინძლებს და თუ იმ შეხვედრასაც მოიგებს, ოფიციალურად გაინაღდებს მუნდიალის საგზურს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩეხებთან აბატე და ანტონელი ვერ ითამაშებენ, რომელთა შემცვლელებიც ჩეზარე პრანდელიმ
დაასახელა - ამრიგად, იტალიის ნაკრებს ლორენცო დე სილვესტრი (სამპდორია) და მანუელ პასკუალი (ფიორენტინა) შეემატნენ. პირველი მარჯვენა მცველია, ხოლო მეორე მარცხენა. ბოლოს დავძინოთ, რომ ჩეხებთან შეხვედრაში მარიო ბალოტელი, პაბლო ოსვალდო და რიკარდო მონტოლივო მიიღებენ მონაწილეობას, რომლებმაც ბულგარეთთან პაექრობა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:მუნდიალი 2014. ევროპა. საკვალიფიკაციო მატჩები: სენსაციების დღე ევროპაში