მორტენ ოლსენი: სომხებთან წაგება 11 სექტემბრის ტერაქტის ტოლფასია

AutoSharing Option
დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა ბოდიში მოიხადა იმ შედარებისთვის, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, სომხეთთან მატჩის წინ გააკეთა.

ოლსენმა ივნისში სომხებთან შინ ჩატარებული შეხვედრა გაიხსენა, რომელშიც მისი გუნდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა. მწვრთნელმა ის წაგება ნიუ იორკში, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტს შეადარა.

"ჩვენთვის, დანიელებისთვის, საკუთარ კედლებში განცდილი ის ფიასკო ნამდვილი სირცხვილი იყო, რომლის დავიწყებაც სწრაფად გვსურს.

შესაძლოა, შედარება ზედმეტად ხისტი გამომდის, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით, იმ წაგებას შეგვიძლია ჩვენი 11 სექტემბერი ვუწოდოთ".


ამ სიტყვების გამო დანიელმა სპეციალისტმა
ბოდიში მალევე მოიხადა:

"ძალიან ვწუხვარ, თუკი ამ შედარებამ ვინმე გაანაწყენა", - აქვეყნებს ოლსენის ნათქვამს ESPN-ი.

დანიის ნაკრები, რომელსაც 7 თამაშის შემდეგ 9 ქულა აქვს, B ჯფუფში მესამე ადგილს სომხეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან იყოფს. ჯგუფის ლიდერები 17 ქულით იტალიელები არიან, მეორე კი ბულგარეთია - 10 ქულით.

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. ევროპა: ვინ გახდება პირველი ევროპელი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული