სიკვდილს გადაურჩა - მანუელ პასკუალის საზარელი ტრავმა [VIDEO]

AutoSharing Option
10 სექტემბერს, მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში ჩეზარე პრანდელის იტალიის ნაკრებმა 2:1 მოუგო ჩეხეთს და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

ამ შეხვედრაში ერთი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რომელსაც კინაღამ შეეწირა იტალიელთა მცველი მანუელ პასკუალი.

ორთაბრძოლისას ჩეხთა ფორვარდმა ლიბორ კოზაკმა "ფიორენტინას" კაპიტანს უნებლიეთ დაარტყა და შუბლი გაუჩეხა. ექიმთა თქმით, იტალიელი ფეხბურთელის არტერია დაზიანდა.

"მას შუბლი ძალიან ღრმად გაუსკდა, დაზიანდა არტერია. გვინდა პასკუალის ოჯახის წევრებს ვუთხრათ, რომ ის წესრიგშია, ჩვენ შევძელით არტერიის ჭრილობის გადაკეტვა, დავადეთ რამდენიმე ნაკერი და გავუკეთეთ გამაყუჩებელი.

ის ახლა საავადმყოფოშია და თავს ნორმალურად გრძნობს"
,
- განაცხადა იტალიის ნაკრების ექიმმა ენრიკო კასტელაციმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: ჰოლანდიამ და იტალიამ ბრაზილია გაინაღდეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული