მუნდიალი 2014: დიდიე დროგბა საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის წინააღმდეგ

AutoSharing Option
აფრიკაში 2014 წლის მუნდიალის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

აფრიკის კონტინენტიდან მუნდიალზე 5 ნაკრები ითამაშებს, ბრძოლას კი 10 გუნდი აგრძელებს, რომლებიც 16 სექტემბერს 5 წყვილად დალაგდნენ, ამ წყვილებში გამარჯვებულები კი ავტომატურად მოიპოვებენ ბრაზილიის საგზურს.

დიდიე დროგბა და კომპანია საკმაოდ სერიოზულ მეტოქეს გადაეყარნენ - საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის, ალენ ჟირესის სენეგალს.

პირველი მატჩები 11 და 15 ოქტომბერს გაიმართება, საპასუხოები კი 15 და 19 ნოემბერს.

წყვილები
კოტ დივუარი-სენეგალი
ეთიოპია-ნიგერია
ტუნისი-კამერუნი
განა-ეგვიპტე
ალჟირი-ბურკინა ფასო

ასევე იხილეთ:
ალენ ჟირესი სენეგალის ნაკრებშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული