ვისენტე დელ ბოსკეს ახალ კონტრაქტს საქართველოსთან მატჩის შემდეგ შესთავაზებენ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ შესაძლოა "ფურია როხასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, დელ ბოსკესთან ახალი კონტრაქტი მას შემდეგ გაფორმდება, რაც ნაკრები ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

ამისთვის კი ესპანეთის ნაკრებმა ბელორუსთან და საქართველოსთან შეხვედრებში მინიმუმ ოთხი ქულა უნდა დააგროვოს ან კონკურენტის შეცდომას დაელოდოს.

"ვისენტე ესპანური ფეხბურთის ნაწილია. ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავთ. დელ ბოსკე ჩვენთან ერთად კიდევ დიდი ხანი იქნება, მანამდე, სანამ ამას თავად მოისურვებს",
- განაცხადა ხორხე პერესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან.

62 წლის სპეციალისტი ესპანეთის ნაკრებს 2008 წლის შემდეგ თავკაცობს და ამ ხნის განმავლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოიგო, კონფედერაციათა თასზე კი ერთხელ ბრინჯაოს და მეორედ ვერცხლის მედლები მოიპოვა.

2012 წელს დელ ბოსკე ფიფას ვერსიით საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბებერი ვეფხვი...
zviadi
00:16 10-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული