კრიშტიანო რონალდო: პლეი-ოფში ოღონდ საფრანგეთი ნუ შეგვხვდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ისრაელის ნაკრებთან საშინაო მატჩში ქულების დაკარგვის შემდეგ (1:1), პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ პლეი-ოფზე ილაპარაკა.

შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში პაულო ბენტუს შეგირდები ლუქსემბურგს მასპინძლობენ და დიდი ალბათობით, გაიმარჯვებენ კიდეც, თუმცა ჯგუფის ლიდერი რუსეთი აზერბაიჯანს უნდა ესტუმროს და ბრაზილიაში გასამგზავრებლად პირდაპირი საგზურის მოპოვებისთვის იქ ქულის აღებაც ეყოფა.

რაც შეეხება კრიშტიანოს, ფაბიო კაპელოს შეგირდებისგან საჩუქარს არ მოელის და უკვე პლეი-ოფის შეხვედრებზე ფიქრობს.

"პლეი-ოფში თამაში გარკვეულწილად დრამაა. ბოლო წლებში ჩვენი გუნდისთვის ეს ნორმად იქცა.

პლეი-ოფის გარეშე, ბრაზილიაში ჩვენი
მოხვედრის მათემატიკური შანსი არსებობს, მაგრამ ამის იმედი ვერ გვექნება. პლეი-ოფისთვის უნდა მოვემზადოთ",
- თქვა რონალდომ.

მადრიდის "რეალის" ვარსკლავმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან არ სურს პლეი-ოფში მეტოქედ საფრანგეთის ნაკრები ჰყავდეს.

"იმედია, წილისყრაზე ცოტა გაგვიმართლებს და არცთუ ძლიერი მეტოქე შეგვხვდება. ერთადერთი, ვის წინაამღდეგაც თამაშს არ ვისურვებდი, საფრანგეთის ნაკრებია", - აქვეყნებს რონალდოს ნათქვამს Goal.com.

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. ევროპა: კიდევ სამი გაირკვა: გერმანია, ბელგია და შვეიცარია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული