შოთა არველაძე: თურქეთი იმსახურებს მუნდიალის საგზურს

AutoSharing Option
15 ოქტომბერს, მუნდიალის შესარჩევ მატჩში თურქეთის ნაკრები ჰოლანდიას მასპინძლობს. მაშინ, როცა ლუის ვან გაალის გუნდს ბრაზილიის საგზური გარანტირებული აქვს, თურქები პლეი ოფისთვის იბრძვიან.

თურქეთის და რუმინეთის ნაკრებებს 16-16 ქულა აქვთ, თუმცა რუმინელებს გაცილებით იოლი მეტოქე ჰყავთ - ესტონეთი. შანსი დარჩათ უნგრელებსაც.

თურქეთის ნაკრებს გამარჯვება ესაჭიროება, მაგრამ ჰოლანდიელებს მუნდიალის შესარჩევ მატჩებში 2001 წლის მერე არ წაუგიათ.

რამდენიმე თურქული გამოცემა აქვეყნებს შოთა არველაძის კომენტარს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის სპეციალისტი "ქასიმფაშას" წვრთნის, ფეხბურთელობისას კი დიდხანს გამოდიოდა ჰოლანდიაში.

"ძალიან კარგი მატჩი
იქნება. ჰოლანდიელებს გარანტირებული აქვთ საგზური. მიუხედავად ამისა, თურქეთის მეტოქე იოლად არაფერს დათმობს. ასეთ მატჩებში ძალიან მნიშვნელოვანია, ვის მხარეს იქნება ფორტუნაც.

მე მიმაჩნია, რომ თურქეთი იმსახურებს ბრაზილიის საგზურს"
.

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა. ბოლო ტურის წინ: ჩახლართული სიტუაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული