იკერ კასილიასი: არ ვიცი, ესპანეთის ძირითადი მეკარე ვიქნები თუ არა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი დარწმუნებული არაა, რომ ეროვნულ გუნდში ძირითადი შემადგენლობის მეკარე იქნება, თუ კლუბში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა არ ექნება.

ამასთან ერთად, მეკარემ იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთის ნაკრები და მადრიდის "რეალი" სეზონს ტიტულებით დაასრულებენ.

"მწვრთნელის გადაწყვეტილების გამო არ ვთამაშობ. ეს უკვე 100-ჯერ ვთქვი. ვიქნები თუ არა ძირითადი შემადგენლობის მეკარე მსოფლიოს ჩემპიონატზე? არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. აწმყოთი ვცხოვრობთ.

აქამდე განვლილი სამი წელი შესანიშნავი იყო და არა მარტო ესპანეთის ნაკრებში, არამედ "რეალშიც".

არ ვიცი, რა მოხდება მომავალში.
იმედია, კლუბი ჩემპიონატს, ქვეყნის თასსა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ხოლო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს",
- თქვა კასილიასმა.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს ესპანეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, "ფურია როხას" კარს კი კასილიასი დაიცავს, - იტყობინება "მარკა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული