პაულუ ბენტუ: გერმანია ჯგუფში აშკარა ფავორიტია

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილიყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ბენტუს თქმის, მისი გუნდის მიზანი პლეი ოფში გასვლაა. შეგახსენებთ, რომ პორტუაგლია G ჯგუფში მოხვდა, სადაც გერმანია, განა და აშშ არიან.

"ჯგუფი დაბალანსირებული ჩანს, თუმცა გერმანელები აშაკარა ფავორიტები არიან, რაც მათი პოტენციალისა და დიადი ისტორიის დამსახურებაა.

მაგრამ აშშ და განაც კარგად ორგანიზებული გუნდები არიან, სადაც უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც ევროპულ კლუბებში ბრწყინავენ.

თუმცა ნებისმიერი წილისყრის შედეგის მიუხედავად, ჩვენი ამოცანა მარტვია - გავიდეთ პლეი ოფში.

ამისთვის კი შევეცდებით, რაც შეიძლება ბევრი ქულა დავაგროვოთ და ამას გერმანელებთან მატჩით დავიწყებთ.

ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილი დავიკავოთ",
- თქვა ბენტუმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფები გაირკვა

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წილისყრის საუკეთესო კადრები [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული