"უმალ ჯოჯოხეთი გაიყინება, ვიდრე არგენტინა ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდება!"

AutoSharing Option
გთავაზობთ "ჯილეტ ბრაზილ გლობალ ტურის" მიერ მომზადებულ ინტერვიუს ოსკარ დოს სანტოს ემბოაბრა ჟუნიორთან, მოკლედ ოსკართან, "ჩელსის" 22 წლის ნახევარმცველთან.

- ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი თუ გახსოვთ?
- ეს იყო დიდებული დღე - ჩემი დებიუტი "სელესაოში" ხომ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდეს დერბიში.

ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ბრაზილიის პირველი გუნდის მაისურის ჩაცმა. ახალგაზრდულ ნაკრებებში ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ ეროვნული გუნდის ფეხბურთელობა სულ სხვა შეგრძნებაა.

- არის თუ არა ფეხბურთელი, რომლის მიბაძვაც ყველაზე მეტად გსურდათ?
- ბავშვობაში "სან პაოლოს" დიდი ფანი ვიყავი
და ყოველთვის კაკას ვაღმერთებდი. კაკა ჩემი გმირი იყო, მეც ხომ მის პოზიციაზე ვთამაშობ. მისი თამაშის ცქერა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.

Sportall.Ge

- ბოლო წლის განმავლობაში ბრაზილიის ნაკრებმა მკვეთრად უმატა, რა შეცვალა ასეთი ლუიშ ფელიპე სკოლარიმ?
- ბევრი რამ შეიცვალა გუნდში. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელის გამო არ მოხდა, ნაკრებში ახალი თაობა მოვიდა. ფელიპაომ კი მისგან გუნდი გააკეთა.

ახალგაზრდული გუნდი ვართ და დიდ მიზნებს ვეჭიდებით. გვინდოდა კონფედერაციათა თასის მოგება და მოვიგეთ. ახლა კი უფრო დიდი მიზანი გვამოძრავებს, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, რომელიც ბრაზილიაში იმართება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გვაქვს საამისოდ.

- როგორი მწვრთნელია სკოლარი?
- ფელიპაო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მას უკვე მოგებული აქვს მუნდიალი და კარგად უწყის ამ ტურნირის გემო. მან ერთად შეკრა მართლაც დიდებული შემადგენლობა და თითოეულ ჩვენგანს დაგვეხმარა წარმატების მიღწევაში.

Sportall.Ge

- რომელიმე სხვა ნაკრებს შესწევს ძალა მოიგოს მუნდიალი?
- საამისოდ მათ ბრაზილიის დამარცხება მოუწევთ! საკუთარი ტყავიდან უნდა ამოძვრნენ, ამას რომ მიაღწიონ, რადგან ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ. ბრაზილიის ნაკრების დამარცხება ისტორიული მოვლენა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება.

- ვთქვათ, ეს არგენტინამ შეძლოს...
- არც კი გაიფიქროთ ამის შესახებ! არგენტინა ბრაზილიაში მუნდიალს ვერ მოიგებს ვერასოდეს! უმალ ჯოჯოხეთი გაიყინება და ეს არ მოხდება. არგენტინის ნაკრები უდიდესი გუნდია, მაგრამ ჩვენ მათ ტრიუმფს არ დავუშვებთ.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მესი მესი და ისევ მესი ისე ესპანეტი
მესი არის უნივერსალ სადაც გინდა ათამაშე
0
მესი მესი და მესი თუ გაიბრყინა ეხლა უნდა გაიბრჭყინოს და ცჰამოიხიოს პოპელე და მარადონა მე მარტო მესის ვგულშემატკივრობ ისე ესპანეტს მარა მესი სულ მაინც სხვაა კაცი არის უნივერსალი სადც გინდა ატამასჰე
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული