"უმალ ჯოჯოხეთი გაიყინება, ვიდრე არგენტინა ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდება!"

AutoSharing Option
გთავაზობთ "ჯილეტ ბრაზილ გლობალ ტურის" მიერ მომზადებულ ინტერვიუს ოსკარ დოს სანტოს ემბოაბრა ჟუნიორთან, მოკლედ ოსკართან, "ჩელსის" 22 წლის ნახევარმცველთან.

- ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი თუ გახსოვთ?
- ეს იყო დიდებული დღე - ჩემი დებიუტი "სელესაოში" ხომ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდეს დერბიში.

ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ბრაზილიის პირველი გუნდის მაისურის ჩაცმა. ახალგაზრდულ ნაკრებებში ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ ეროვნული გუნდის ფეხბურთელობა სულ სხვა შეგრძნებაა.

- არის თუ არა ფეხბურთელი, რომლის მიბაძვაც ყველაზე მეტად გსურდათ?
- ბავშვობაში "სან პაოლოს" დიდი ფანი ვიყავი
და ყოველთვის კაკას ვაღმერთებდი. კაკა ჩემი გმირი იყო, მეც ხომ მის პოზიციაზე ვთამაშობ. მისი თამაშის ცქერა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა.

Sportall.Ge

- ბოლო წლის განმავლობაში ბრაზილიის ნაკრებმა მკვეთრად უმატა, რა შეცვალა ასეთი ლუიშ ფელიპე სკოლარიმ?
- ბევრი რამ შეიცვალა გუნდში. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელის გამო არ მოხდა, ნაკრებში ახალი თაობა მოვიდა. ფელიპაომ კი მისგან გუნდი გააკეთა.

ახალგაზრდული გუნდი ვართ და დიდ მიზნებს ვეჭიდებით. გვინდოდა კონფედერაციათა თასის მოგება და მოვიგეთ. ახლა კი უფრო დიდი მიზანი გვამოძრავებს, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, რომელიც ბრაზილიაში იმართება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გვაქვს საამისოდ.

- როგორი მწვრთნელია სკოლარი?
- ფელიპაო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. მას უკვე მოგებული აქვს მუნდიალი და კარგად უწყის ამ ტურნირის გემო. მან ერთად შეკრა მართლაც დიდებული შემადგენლობა და თითოეულ ჩვენგანს დაგვეხმარა წარმატების მიღწევაში.

Sportall.Ge

- რომელიმე სხვა ნაკრებს შესწევს ძალა მოიგოს მუნდიალი?
- საამისოდ მათ ბრაზილიის დამარცხება მოუწევთ! საკუთარი ტყავიდან უნდა ამოძვრნენ, ამას რომ მიაღწიონ, რადგან ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ. ბრაზილიის ნაკრების დამარცხება ისტორიული მოვლენა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება.

- ვთქვათ, ეს არგენტინამ შეძლოს...
- არც კი გაიფიქროთ ამის შესახებ! არგენტინა ბრაზილიაში მუნდიალს ვერ მოიგებს ვერასოდეს! უმალ ჯოჯოხეთი გაიყინება და ეს არ მოხდება. არგენტინის ნაკრები უდიდესი გუნდია, მაგრამ ჩვენ მათ ტრიუმფს არ დავუშვებთ.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მესი მესი და ისევ მესი ისე ესპანეტი
მესი არის უნივერსალ სადაც გინდა ათამაშე
DVD
17 თებერვალი 2014 00:38
0
მესი მესი და მესი თუ გაიბრყინა ეხლა უნდა გაიბრჭყინოს და ცჰამოიხიოს პოპელე და მარადონა მე მარტო მესის ვგულშემატკივრობ ისე ესპანეტს მარა მესი სულ მაინც სხვაა კაცი არის უნივერსალი სადც გინდა ატამასჰე
DVD
17 თებერვალი 2014 00:37
0
- ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი თუ გახსოვთ?
- ეს იყო დიდებული დღე - ჩემი დებიუტი "სელესაოში" ხომ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------მერე არ გახსოვს რა გიყოთ მესიმ? სწორედ მაგ თამაშში? სამი ულამაზესი გოლით დაგამარცხა სწორედ ბრაზილიაში, ეს შარშანწინ იყო ევროს მიმდინარეობის დროს....
giorgi
16 თებერვალი 2014 21:15
0
ურუგვაი რო გახდა მაშინ რა მოხდა?
zviad
16 თებერვალი 2014 20:46
0
აუ როგორ არ მინდა ფინალში არგენტინა შეგხვდეს და ჩაგიდოს.. ატირებული მარაკანა ვამოს არგენტინა
mesebi
16 თებერვალი 2014 14:20
0
ბიჭი ხომ არ გავიწყდება რა გიქნათ 1950 წლის მუნდიალზე თქვენსავა სამშობლოში ურუგვაიმ სტადიონიდან ინფარკტ ტარტყმული ხალხის გაყვანას ვერ აუდიონენ.იგივეს გიზავთ წელს არგენტინა ან გერმანია მაგრამ ეხლა მედიცინა განვითარებულია და იმედია მაშინდელივით არ დაიხოცება ხალხი სტადინზე გულის შეტევით.
sabonis
16 თებერვალი 2014 12:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული