რიო დე ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. საზოგადოება, რომლის დიდ ნაწილს ნამდვილად არ ულხინს, აღშფოთებულია, რომ მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში გრანდიოზულ თანხებს ხარჯავს. საპროტესტო აქციები უკვე არაერთხელ გაიმართა.
რაც ყველაზე საინტერესოა, ორგანიზატორები იმუქრებიან, რომ ტალღა არც მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას შეჩერდება, რაც ქვეყანას სერიოზულ პრობლემებს უქადის. ბრაზილიას ამ დღეებში ფიფას გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე ესტუმრა. 53 წლ
- ველოდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მშვიდობიანად ჩატარებას წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან ის იმდენად დიდი მოვლენაა, რომ არ გვგონია, მსოფლიოს რომელიმე სახელმწიფო მხარს არ უჭერდეს. ფიფას გვერდში დგომისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ ტურნირს მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება.
მშვიდობიანი დემონსტრაციები? კი ბატონო, ამის უფლება დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას გააჩნია, მაგრამ თუკი საპროტესტო გამოსვლები ძალადობაში გადაიზრდება და ქუჩაში გამოვა ხალხი, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება სხვებისთვის პრობლემების შექმნა, მაშინ ბრაზილიას ერთადერთი გამოსავალი დარჩება - წესრიგის დასამყარებლად ქუჩაში გამოიყვანოს პოლიციური დანაყოფები, რომლებიც ასეთ ძალებს გააკონტროლებენ.
ამავე გამოსვლაში ფიფას მაღალჩინოსანმა რესიფეს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება დაგმო, რომლის თანახმადაც, გულშემატკივართათვის ფეხბურთის საყურებლად სპეციალური ზონების მოწყობაზე სახელმწიფო სახსრები არ დაიხარჯება. არადა, ქალაქმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხ და პლეი ოფის ერთ შეხვედრას უნდა უმასპინძლოს. რესიფეს გარდა, უარზე ფიქრობენ სხვა მასპინძელი ქალაქების ადმინისტრაციებიც.
"მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ფანზონებზე უარის თქმა შეცდომაა, რადგან ეს ტურნირის მნიშვნელოვანი ნაწილია. როცა ხალხს თავმოყრის საშუალება არ გააჩნია, ის კარგავს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობის იდეალურ შანსს," - განაცხადა ვალკემ.
გეტყვით, რომ პირველად მსგავსი ზონები 2006 წელს გერმანელებმა შემოგვთავაზეს, რამაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"