თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით

AutoSharing Option
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" ახალი ჩემპიონატისთვის მზადებას განახლებულ სარაგბო ბაზაზე გეგმავდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლები მცდელობას არ აკლებენ, რკინიგზელთა ბაზაზე, რომელიც დიღმის მასივშია, სამუშაო ჯერაც ბევრია...

"ლოკომოტივს" მალე თანამედროვე ტიპის საწვრთნელი ბაზა ექნება. ბუნებრივსაფარიანი მოედანი უკვე დაგებულია. მის უკან არასტანდარტული ხელოვნურსაფარიანი მოედანიც მოეწყო. ახლა ადმინისტრაციული კორპუსისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ გუნდი ჯერ ბაზაზე ვარჯიშს ვერ ახერხებს.

"ლოკომოტივმა" საჩემპიონატო განაცხადში 45 მორაგბე შეიყვანა. რკინიგზელები მუდმივად ჩემპიონატის ფავორიტები არიან და, სავარაუდოდ, ეს ტრადიცია არც წლეულს დაირღვევა. გუნდს საკმაოდ
სერიოზული მატება აქვს. შერკინებაში "ლელოდან" დაბრუნდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე. ინგლისური "ვორსტერიდან" წამოვიდა და "ლოკომოტივში" განაგრძობს კარიერას "ბორჯღალოსნების" შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე. პირველ ხაზს გააძლიერებს "ბორჯღალოსან" ვასილ კაკოვინის ძმა გოგა კაკოვინი. რუსული "მეტალურგიდან" დაბრუნდა მესამეხაზელი ლევან დარასელია. მასთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა გარემარბი გიორგი შკინინი.

შკინინის გარდა, "ლოკომოტივის" უკანა ხაზს გააძლიერებენ საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე, რომელიც აქამდე ბოლნისის "ყოჩებში" ირჯებოდა, ასევე - რამაზ ხარაზაშვილი და გიგა გაგოშვილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდში მათ გარდა საქართველოს ნაკრების წევრები, ბექა წიკლაური და გიორგი აფციაური, შვიდკაცა რაგბის ნაკრების მორაგბეები, ლევან გოგოლაშვილი და გიორგი ტალახაძე არიან, შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივს" ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ეყოლება მომავალ ჩემპიონატში.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზელებმა ივლისის ბოლოს ერთი საკონტროლო მატჩი გამართეს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ რუსთავის "ხარებთან" და 22:58 დამარცხდნენ. პირველ ტურში "ლოკომოტივი" სტუმრად ითამაშებს ძველ მეტოქესთან, ქუთაისის "აიასთან".

ლოკომოტივის განაცხადი
შერკინება: ვახტანგ ქავთაძე, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი არაბული, ირაკლი ქვათაძე, ერიკ ღვინჯილია, დავით ხიდეშელი, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი კაკაურიძე, გორგი გეგია, გაგა არაბული, დაჩი კოპაძე, თორნიკე ტურაშვილი, ირაკლი წივწივაძე, ლაშა ფოფხაძე, ფარნა გასვიანი, ზვიად მაისურაძე, ვახო ამირანაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, გოგა კაკოვინი, ნიკა ჯოგლიძე, გურამ ჯოხაძე, ლევან დარასელია, გურამ გოგიჩაიშვილი, ლაშა გოგრიჭიანი, გიორგი მოსულიშვილი, მერაბ მჟავანაძე.
უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე, გიორგი აფციაური, გიორგი ტალახაძე, ვახტანგ კავთიძე, გიგა გაგოშვილი, გიორგი შკინინი, ლევან გოგოლაშვილი, ბექა წიკლაური, საბა ნიკოლავა, რამაზ ხარაზიშვილი, ლაშა გედახური, გელა ელოშვილი, ნიკა ჩიღვინაძე, დავით გულიტაშვილი, რევაზ ხარაზიშვილი, გაიოზ ჩახვაძე, ალექსანდრე ზაბახიძე, დავით ლაბაძე, ივანე დავითაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული