დიდი 10. VIII ტური: "ხარებმა" "ბათუმს" ვერ გაუძლო
"ბათუმმა" "ხარებს" ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა, უპირატესობა 6 გატანილ ლელოში ასახა და პრინციპულ მეტოქესთან ბონუს-ქულით იმარჯვა.

მაგრამ ზღვისპირელებს ეს გამარჯვება ძვირად დაუჯდათ. გუნდის ძირითადი 9 ნომერი ზურა თუთბერიძე და კვაჭი ბექა მამრიკიშვილი დაშავდნენ და მოედანი საკაცით დატოვეს.

რუსთავში გამართული მატჩის პირველი ტაიმი სრულად სტუმრების იყო. ისინი აკონტროლებდნენ ბურთს, ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, 1-2 გამონაკლისის გარდა, დომინირებდნენ შერკინებაში და ეს ყველაფერი ქულებში ასახეს.

"ხარები" თავისსავე შერკინებაში რომ დაჯარიმდა ბახვა კობახიძემ ახლოდან ანგარიში გახსნა. მე-12 წუთზე ლაშა ხმალაძემ გაიბრწყინა: მან ლელოდან 10 მეტრში ბურთი ფეხით გადაკიდა, ლელოში თავადვე დაეუფლა და დაამიწა; ტაიმის შუაში "ბათუმის" შერკინებამ მეტოქისა 5-მეტრიან წყვეტილთან დაჯაბნა და საჯარიმო ლელო გამოიმუშავა; კიდევ 5 წუთში ბექა ურჯუკაშვილის დრო დადგა, მან ხუთი მბოჭავი ჩამოიშორა და ბურთი 22-ის სიღრმეში შეიტანა, მერე იერიში ფლანგზე გაიშალა და გაწელილმა დაცვამ გიორგი თხილაიშვილის შეჩერება ვერ მოახერხა. კობახიძემ სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და"ბათუმმა" ტაიმი 24:0 მოიგო.

მეორე ტაიმი ალექსი ტუჩაშვილის ლელოთი დაიწყო. ის მარჯვენა ფლანგზე ორ მბოჭავს დაუსხლტა, მესამე ცრუმოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი ალამთან დაამიწა. "ხარებმა" ამის შემდეგღა შეძლო მეტოქის ნახევარზე ფეხის მოკიდება და ჯერ ჯონდი კორტავა, მერე კი ზურა ერისთავი სინბინით დაისაჯა. მასპინძლების მოლმა შედეგი გამოიღო და ლაშა გოგიაშვილის ლელო უჩა მჭედლიშვილმა გარდასახა, მაგრამ ‘ბათუმმა’ მალევე უპასუხა, ბურთი ხელდახელ სწრაფად ჩაათამაშა და მანუჩარ გრიგოლიას ლელო კობახიძემ გარდასახა.

74-ე წუთზე "ხარებმა" მეორე ლელო გაიტანა. გურამ ქანდაურაშვილმა თავის ნახევარზე მაღალ სიჩქარეზე გაჭრა ხაზი, 55 მეტრი ირბინა და კარგი ინდივიდუალური ლელო მიითვალა, თუმცა ბოლო სიტყვა კვლავ ბათუმელების იყო, ვიტალი კირინმა მეტოქის საჩუქარი შეირგო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 41:14. ამ გამარჯვების შემდეგ, "ბათუმი", რომელსაც ერთი გამოტოვებული თამაში აქვს, ერთბაშად სამი საფეხურით დაწინაურდა და მესამე ადგილზე აღზევდა.

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"ბათუმმა" "ხარებს" სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
თსუ-მ სუპერთასი დაიცვა - უნივერსიტეტელებმა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხეს
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
დიდი 10: "ყოჩებმა" დაბრუნება მოგებით აღნიშნა
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
დიდი 10: აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა