დიდი 10. VIII ტური: "აკადემიის" პირველი გამარჯვება
დედაქალაქურ დერბიში "აკადემიამ" "არმაზს" რუსთავში 18:14 სძლია და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. დღემდე „მხატვრებმა“ ზედიზედ 7 თამაში წააგეს, თუმცა 6 შემთხვევაში ნუგეშის ბონუსი მიიღეს (7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის).

გუნდები აქცენტს ხელდახელ ბურთაობაზე და სისწრაფეზე აკეთებდნენ და მაყურებელმა პირველ ტაიმში 4 ლამაზი ლელო იხილა. მატჩის დებიუტში ‘არმაზმა’ შეცდომა დაუშვა, "აკადემიამ" კონტრშეტევისას ჯარიმა გამოიმუშავა და სოსო მათიაშვილმა ახლოდან ანგარიში გახსნა.

"არმაზმა’ კარგად ორგანიზებული შეტევით უპასუხა, ჯარიმა კარში არ დაარტყა, დერეფნიდან მორკინალების რამდენიმე მიძალების შემდეგ, რეზი ჯინჭველაშვილმა ბურთი ფეხით მარცხენა ფრთაზე, ლელოში ჩაკიდა და იქ მას ნიკა წიკლაური დახვდა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა გაიტანა. ‘აკადემიამ’ სწრაფი შეტევით უპასუხა, ფლანგზე ანზორ სიჭინავა გაიქცა, მერე გიორგი ჭუაძემ ფეხით ითამაშა და მიყვა. წიკლაურმა მას ბურთის აღება დაასწრო, თუმცა ის აუტში ხელით მოისროლა და სინბინით დაისაჯა.

"აკადემიამ’ რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლა და 2 ლელო გაიტანა. პირველი დერეფანს მოყვა, რომლის შემდეგაც საბა შუბითიძე სამ მცველზე მივიდა და ძალისმიერი ლელო გაიტანა. 23-ე წუთზე მათიაშვილმა შესანიშნავად გაჭრა ხაზი, მას ჭუაძე და საბა ილურიძე მიყვნენ, მაგრამ ბოლო პასი წინ იყო და ლელო გაუქმდა. ერთ წუთში მათიაშვილმა მცველი ფინტზე დაიჭირა და ამჯერად ლელომდე თავადვე ირბინა. მან ორიდან ერთი გარდასხვა გაიტანა - 15:7.

მალე სინბინით სიჭინავა დაისაჯა და ახლა ‘არმაზმა’ ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით. დერეფნიდან მოლის დაყენების იმიტირებას "აკადემიის" მორაგბეთა ყურადღების გადატანა მოყვა, მოკლე ფრთაზე ბესო ბარბაქაძემ შეუტია და მისი ლელო ჯინჭველაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. შესვენებამდე მათიაშვილს არეკნი და ჯარიმა გაუცუდდა და მისმა გუნდმა ტაიმი 1 ქულის სხვაობით მოიგო.

მეორე ტაიმის პირველმა 20-მა წუთმა ‘აკადემიის’ დომინირებით ჩაიარა. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ და მეტოქის ნახევარზე დიდი დრო გაატარეს, მაგრამ მხოლოდ მათიაშვილის 3 ქულას გამორჩნენ. მერე ‘არმაზის’ დრო დადგა და ახლა მათ გაატარეს შეტევებში დაახლოებით 10 წუთი, მაგრამ ეს უპირატესობა ქულებში ვერ ასახეს. ანგარიში არც უკანასკნელ წუთებზე შეცვლილა და ‘აკადემიამ’ 18:14 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა (10 ქულა). "არმაზმა" ნუგეშის ბონუსი მიიღო და 14 ქულით მე-7 ადგილზე რჩება.

shota
დავით ივანოვს ვულოცავ მთავარ გუნდში დაწინაურებას და წარმატებებს ვუსურვებ!!!
crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა