ეს იყო "არმაზელთა" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, გიორგი სოსელიას გაცილების მატჩი, თუმცა მასპინძლებზე ამან არ იმოქმედა და დაგეგმილი გამარჯვების მოპოვებით, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა.
ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა და თამაშის ხარისხი სასურველისგან შორს იყო, თუმცა ახალგაზრდა ლელოელებმა მეტოქისთვის სამი ლელოს გატანა მაინც მოახერხეს.
შეხვედრა "არმაზის" შეტევებით დაიწყო, მაგრამ ანგარიში "ლელო-სარასენსმა" გახსნა. რატი შანიძის მიერ საკუთარი ნახევრიდან დაწყებული იერიში დემე თაფლაძემ გააგრძელა,
ამის შემდეგ თამაშის ხარისხმა და სანახაობრივმა მხარემ კიდევ უფრო იკლო. მეორე ტაიმში მოთამაშეები ორჯერ წაკინკლავდნენ და რეფერიმ ამის გამო თითო გუნდიდან ორ-ორი მორაგბე გაასინბინა, ხოლო ტაიმის დასრულებამდე ყვითელი ბარათი კიდევ ორმა მოთამაშემ იხილა. ამავე ტაიმში ორივე გუნდის დამრტყმელებს გასატანი პოზიციიდან ჯარიმები გაუცუდდათ. პერანიძემ ერთი ჯარიმა მაინც გაიტანა, ხოლო შეხვედრის მიწურულს რაქიდან თორნიკე ახობაძემ შეუტია და პრემიალური ლელო გაიტანა, ოთარ ბარკალაიამ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 24:0.
rugby.ge