დიდი 10. "აიამ" "ხარები" 30:12 დაამარცხა
ქუთაისის "აიამ" დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ცხრავე თამაში მოიგო. რეგულარული გათამაშების ლიდერმა მე-9 ტურში რუსთავის "ხარები" მიიღო და 30:12 დაამარცხა.

ანგარიში მასპინძელთა მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე ‘აიამ’ თერნოვერი გაახერხა, ზურაბ ძნელაძემ ხაზი გაჭრა, ოთარ ძაგნიძეს ოფლოუდი ამოუგდო და შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. სტუმრებმა 3-წუთიანი იერიშით უპასუხეს, მანძილის მოგება ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ ჯარიმა გამოიმუშავეს, მაგრამ უშანგი მჭედლიშვილის დარტყმა არაზუსტი იყო. სამაგიეროდ ბაბუნაშვილი არ შეცდა და 25-ე წუთზე ანგარიში 11:0 გახდა.

რუსთაველებმა ორ წუთში უპასუხეს. მათმა მორკინალებმა ქუთაისელთა დაცვას შემჭიდროვება აიძულეს, ბურთი ხაზზე გაიშალა და დათო თაბუკაშვილი ალამთან შეფრინდა. ‘აიამ’ ჯარიმა აღარ დაარტყა და მოლის შემდეგ ძაგნიძე ძელებსშუა შევიდა, თუმცა დამიწება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მასპინძლებმა შერკინებაში ჯარიმა გამოიმუშავეს, თემურ თუთბერიძემ ბურთი სწრაფად გაითამაშა და ზურაბ ძნელაძეს დაცვის ხაზი გააგლეჯინა. ბაბუნაშვილმა გარდასახა და ტაიმი 18:5 დასრულდა.

მეორე ნახევრის 20-25 წუთი სტუმართა იერიშებში გაილია. ‘ხარებმა’ ეს დრო მეტოქის ნახევარზე გაატარა და რამდენჯერმე ქუთაისელთა 22-ში კარგი შესატევი პლაცდარმი შექმნა, თუმცა დერეფნებში ვერ ივარგა, ‘აიამ’ დაცვაში თავგანწირვით ითამაშა და მხოლოდ ერთი ლელო გაუშვა. 51-ე წუთზე რუსთაველებმა შერკინებიდან ხაზზე გაიტანეს ბურთი, ის ბოლომდე ჩაათამაშეს და ზურა ქავთარაძის ლელო მჭედლიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.

დასკვნით წუთებში ‘აიამ’ ინიციატივა დაიბრუნა, 72-ე წუთზე მიხეილ რატიაშვილმა ახლოდან შეუტია და მცველებმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხეს, ხოლო ბაბუნაშვილმა გარდასახვით კიდევ 2 ქულა აიღო. სამ წუთში თავი ლაშა ლომიძემ გამოიჩინა, მან მეტოქის შეცდომით ისარგებლა და მეტოქის 22-ში შევიდა, მერე მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, სადაც მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთს ადგილზე დახვდა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 30:12.

rugby.ge

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
"ბათუმმა" "ხარებს" სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ყოჩებმა" დაბრუნება მოგებით აღნიშნა
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა