ლევან მაისაშვილმა მეორე წრის პირველ და წლის დასკვნით მატჩში, აუტსაიდერ მეტოქესთან გუნდის ლიდერებს დასვენების საშუალება მისცა და შემადგენლობა ახალგაზრდებით დააკომპლექტა. მიუხედავად ამისა, ‘ლელო-სარასენსმა’ თამაში სასურველ რითმში დაიწყო, ჯარიმა კარში არ დაარტყა, დერეფნიდან 10-მეტრიანი მოლი ააგორა და ზურაბ ხორბალაძემ ლელო გაიტანა. 5 წუთში თბილისელებმა ხელდახელ შეუტიეს, რატი შანიძემ ხაზი გაჭრა და თამაში ააჩქარა, მას ჯაბა სიხარულიძე მიყვა და ოფლოუდის შემდეგ ლელოში ალექსანდრე ხეცოიძე შევიდა. თენგო პერანიძემ
მოლოდინის საწინააღმდეგოდ მასპინძლებმა შეცდომებს მოუხშირეს და მომდევნო 55 წუთის განმავლობაში ქულა ვერ აიღეს. თამაშის ტემპი და ხარისხი მკვეთრად დავარდა და 34-ე წუთზე ‘ბაგრატმა’ თბილისელთა შეცდომით ისარგებლა, თავისი ნახევრიდან კონტრშეტევა წამოიწყო და ის ლევან ჩიქოვანის ლელოთი დასრულდა. ზვიად ოდიშარიას გარდასახვა და მეორე ტაიმში ჯარიმა გაუცუდდა.
რადგან ღია თამაშით არაფერი გამოდიოდა, ‘ლელო-სარასენსმა’ თავის მძლავრ იარაღს, მოლს მიმართა და ჩიქოვანი მისი ჩაქცევისთვის სინბინით დაისაჯა, ხოლო ერთ წუთში მოლი ლელოთი შეცვლაზე შესულმა ნიკა სვიმონიშვილმა დაასრულა. ორიოდე წუთში თბილისელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, შეცვლაზე შესულმა ოთარ ბარკალაიამ ბურთი კარგად გაანაწილა და თორნიკე ახობაძეზე მაღალი ბოჭვა შესრულდა, რამაც მურმან საკანდელიძე შეიწირა (სინბინი).
13-მა სტუმარმა მოლის შეჩერება მოახერხა, რაქიდან სვიმონიშვილმა შეუტია და დუბლი გაიფორმა. ამით ‘ლელო-სარასენსმა’ პრემია გაიფორმა, თუმცა საფინალო სასტვენამდე ხელდახელ კიდევ ერთხელ შეუტია და ცისკარა ბერიაშვილმა ლამაზი ლელო გაიტანა. პერანიძემ ბოლო სამი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ‘ლელო-სარასენსმა’ 33:5 მოგებით ბონუსიც ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დაბრუნდა. ის ლიდერ ‘აიას’ 2 ქულით ჩამორჩება. ‘ბაგრატს’ 5 ქულა დარჩა და ბოლო ადგილზეა
rugby.ge-ს