საწყის ორ ტურში განცდილი ორი მარცხის შემდეგ, თბილისის "ლოკომოტივმა" ზედიზედ მე-10 თამაში მოიგო.
მე-12 ტურის პირველი მატჩი "ავჭალაზე" გაიმართა და თბილისურ დერბიში დიდი ბრძოლა გაიმართა. "ლოკომოტივმა" გამარჯვების ლელო დასკვნით წუთებზე, მძლავრი მორკინალების ხარჯზე გაიტანა და "აკადემია" 17:9 დაამარცხა.
თამაში მაღალ "ტემპში" წარიმართა და მაყურებელმა ხელდახელ ბურთაობით ისიამოვნა, თუმცა გადამწყვეტი როლი რკინიგზელთა მიერ შერკინებაში მოპოვებულმა უპირატესობამ ითამაშა. თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა ამ კომპონენტში მეტოქე მაგრად დაჯაბნეს და რამდენჯერმე შეძლეს დაკარგული ბურთის დაბრუნება.
ანგარიში სწორედ ნომინალურმა სტუმრებმა, ბექა წიკლაურის ჯარიმით გახსნეს,
შესვენებამდე დარჩენილ დროში და მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში "აკადემიამ" ტემპს უმატა და რამდენჯერმე იყო ახლოს ლელოსთან, მაგრამ რკინიგზელებმა დიდი თავგანწირვის ხარჯზე ლელოს დაცვა მოახერხეს. ზედ შესვენების წინ ეს ჯარიმის ფასად დაუჯდათ და მინიმალური სხვაობა (9:10) 77-ე წუთამდე შენარჩუნდა, მერე კი "ლოკომოტივმა" მცველები მოლში ჩაითრია, ეპიზოდი ფარნა გასვიანის ლელოთი დასრულდა და წიკლაურმა კვლავ ზუსტად გარდასახა.
დასკვნით წუთებში ბონუსის აღების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ამასთან უფრო ახლოს "აკადემია" იყო, მაგრამ მოძღვრიშვილს ჯარიმა გაუცუდდა. მხატვრებმა მეტოქის მცდელობები, თავისი 22-იდან, ან ლელოდან ხელდახელ შეეტიათ სამჯერ აღკვეთეს და ბურთი მოიპოვეს, თუმცა ეს წარმატებები ქულებში ვერ ასახეს და საბოლოოდ 9:17 დამარცხდნენ.
ტურის სხვა მატჩი:
ლელო-აია 18:25
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით