დიდი 10-ის მეოთხე ტურის პირველ მატჩში, ‘ბათუმმა’ დებიუტანტ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ 4 უპასუხო ლელო გაუტანა და ბონუსით, 25:0 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმა გუნდმა მეორე მშრალზე დატოვა.

‘ვეფხვები’ ზღვისპირეთს მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ეწვია და მატჩის უდიდესი ნაწილი დაცვაში გაატარა, თუმცა მეტოქეს ქულების ასაღებად დიდი ძალისხმევა დაჭირდა. ბათუმელებისთვის ეს მესამე გამარჯვებაა მინიმუმ ხვალ საღამომდე ისინი სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე არიან.

მასპინძლები პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ უპირატესობას და საწყის 10 წუთში 13 ქულა აიღეს. მამუკა ნინიძემ ანგარიში ჯარიმით გახსნა, მე-7 წუთზე მის ფეხით გადაკიდებულს სანდრო თოდუა მიყვა, ხოლო მე-10 წუთზე ჯერ მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა ხაზი, მერე მარცხენაზე, ლაშა ხმალაძემ 5-მეტრიანთან ბურთი ხვიჩა ბუჯიაშვილს ამოუგდო და ის მცველებმა ვეღარ შეაჩერეს. ნინიძეს იდენტური გარდასახვები გაუცუდდა.

შესვენებამდე ‘ბათუმმა’ კიდევ არაერთი სალელოვე შანსი შექმნა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოახერხა. გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ‘ვეფხვები’ თავს თავგანწირვით იცავდა და ტაიმის ბოლოს სწრაფ კონტრშეტევებშიც სცადა ბედი, მაგრამ ისინი უშედეგოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი კვლავ ზღვისპირელების შეტევებით დაიწყო და 54-ე წუთზე მესამე, პრემიალური ლელო გავიდა. ის კვლავ ფეხით თამაშს მოყვა და 5 ქულა დავით ტრაპაიძემ გაიფორმა. მაყურებელმა მეოთხე ლელო შეხვედრის მიწურულს იხილა. ამჯერად ფეხით ლაშა ხმალაძემ ითამაშა, ის ლელოში წესების დარღვევით არ შეუშვეს, თუმცა იერიში გოგიტა გოგიტიძემ დააბოლოვა, დურმიშხან ჯაბნიძემ გარდასახა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 25:0.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა "ბათუმს" ჩემპიონობა მშობლიურ ქალაქში მიულოცა
დიდი 10: ჩემპიონმა დებიუტანტი 20:8 დაამარცხა
"იუნკერები" დიდ 10-ში აღზევდა, "ბაგრატი" კი ლიგაში დარჩა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" დებიუტანტი პატარძეულის "ვეფხვები" ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა
პატარძეულის "ვეფხვების" სამი გუნდი გერმანიაში გაემგზავრება
დიდი 10: "ბათუმმა" "ავჭალაზე" "ლოკომოტივს" მოუგო
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
დიდი 10: "ბათუმი" და "აია" დაზავდნენ
დიდი 10: მარნეულის "არმაზმა" პატარძეულის "ვეფხვები" 55:15 დაამარცხა
დიდი 10: პატარძეულის "ვეფხვებმა" წელი დიდი გამარჯვებით დაასრულა
"პატარძეული" ელიტაში ითამაშებს
დიდი 10: "ბათუმმა" სტუმრად "ყოჩებს" სძლია