მარნეულის ‘არმაზმა’ უშუალო კონკურენტი თბილისის ‘ლელო-სარასენსი’ დიდ დიღომში 26:7 დაამარცხა, კონკურენტი სატურნირო ცხრილში უკან მოიტოვა და ფლეი ოფში გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
ამ გამარჯვებით მარნეულელები მე-5 ადგილამდე აღზევდნენ, ‘ლელო-სარასენსი’ მეექვსემდე დაქვეითდა და ახლა ორივე გორის ‘ჯიქის’ შედეგს ელოდება, რომელიც ხვალ ‘ლოკომოტივს’ ეთამაშება.
თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო და დებიუტშივე რევაზ ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა, რომელსაც რამდენიმე წუთში არეკნი გაუცუდდა. მასპინძლებმა ორი სწრაფი შეტევით უპასუხეს და პირველ ჯერზე აკაკი ტაბუცაძეს ფეხით თამაშისას დარტყმა ძლიერი გამოუვიდა, მე-13 წუთზე კი სიჩქარეში ორი
‘არმაზი’ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და 24-ე წუთზე ხელდახელ შეტევის შემდეგ ლამაზი ლელოთი უპასუხა: გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის შემდეგ, ფრთაზე გივი ცინცაძე გაიქცა და სანამ აუტში გადაიყვანდნენ ბურთი ნიკა გიგაურს შემოუგდო, რომლის ლელო ჯინჭველაშვილმა გარდასახა. შესვენებამდე კვირიკაშვილს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, მერე ‘ლელო-სარასენსმა’ ხანგრძლივი შეტევა ლელოთი ვერ დაასრულა, სულ ბოლოს კი ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა და სტუმრები 13:7 დააწინაურა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად დაიწყო - ჯინჭველაშვილმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე კარის წინ 22 მეტრიდან არეკნი შეასრულა, ამჯერად ზუსტად - 19:7. 73-ე წუთზე მასპინძლები მოედნის ცენტრში შეცდნენ, დაკარგული ბურთი კვესელაძემ აიტაცა, ლელომდე 50 მეტრი ირბინა და საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა, ჯინჭველაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 26:7.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით