© აჩი გეგენავა

მარნეულის "არმაზმა" ქუთაისში "აიასთან" პირველ ტაიმში მოპოვებული 27-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა, პლეი-ოფის გასვლითი მატჩი 30:26 მოიგო და საჩემპიონო რბოლას 21 აპრილს, ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივთან" გააგრძელებს.

„აია არენაზე“ გამართული მატჩის პირველი 35 წუთი მასპინძლებისთვის კატასტროფული აღმოჩნდა. სტუმრებმა ამ პერიოდში სამი ლელო გაიტანეს, ჯამში 27 უპასუხო ქულა მოინაგრეს და დარჩენილ დროში ეს უპირატესობა შეინარჩუნეს.

"არმაზი" მე-12 წუთზე ტრადიციული, სწრაფი და ოფლოუდებით დახუნძლული შეტევის შემდეგ დაწინაურდა: დერეფნიდან იერიშის გაშლის შემდეგ გიორგი კვესელაძემ წაქცეულმა ამოაგდო ბურთი, გაგრძელება შებოჭილმა ბადრი ლიპარტელიანმაც მოძებნა და ნიკა წიკლაურის ლელო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა, რომელმაც მალევე კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმაც გაიტანა.

მალე ჯინჭველაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 29-ე წუთზე კარგად გაშალა ბურთი და ლელო გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გიორგი ბაბუნაშვილმა პასი განზრახ ჩაშალა და თავად სინბინით, ხოლო "აია" საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. ლელოს კვლავ ჯინჭველაშვილის ჯარიმა მოჰყვა, ხოლო 34-ე წუთზე სტუმრებმა მეტოქის არეულობით ისარგებლეს, კარგი შეტევა წამოიწყეს და ის კობა ჯიმშელეიშვილის ლელოთი დასრულდა, რომელიც რეზიმ გარდასახა - 27:0.

მიუხედავად ასეთი სოლიდური ჩამორჩენისა, "აიამ" ფარ-ხმალი არ დაყარა და თამაშში დაბრუნება მოახერხა. შესვენების წინ დავით კვირიკაშვილმა ერთი საპასუხო ლელო გაიტანა და მართალია, გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლები მოედანზე სულ სხვა ხასიათით დაბრუნდნენ.

44-ე წუთზე ქუთაისელებმა თავისი ნახევრიდან ოფლოუდებით შეუტიეს და სწრაფი იერიში ბაბუნაშვილის ლელოთი დასრულდა, რომელმაც თავადვე გარდასახა. "არმაზმა" 62-ე წუთამდე თავის დაცვა მოახერხა, მერე კი ქუთაისელებმა დერეფნიდან შეუტიეს და წარმოქმნილი რაქიდან ბურთი ლელოში შოთა არეშიძემ გადადო, ხოლო ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. 72-ე წუთზე მასპინძლებმა დერეფნიდან ერთხელაც შეუტიეს და ლელო არ შედგა, მაგრამ ბურთი ხაზზე გავიდა, სადაც მირიან მოდებაძემ მცველებს შემოურბინა და ლელო გაიტანა.

ბაბუნაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახვა გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ჯინჭველაშვილმა იქვე ჯარიმით უპასუხა და მასპინძლებს ლელოზე თამაში აიძულა. ქუთაისელებმა მოინდომეს, მაგრამ "არმაზმა" თავის დაცვა მოახერხა და 30:26 მოგებით პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მას ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" ელოდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
დიდი 10: "აია" და "ყოჩები" დაზავდნენ
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
38 წლის ფედერერმა 103-ე ტურნირი მოიგო და ცრემლები ვერ შეიკავა - 27 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "აიამ" 2 თვისა და 9 დღის შემდეგ პირველად გაიმარჯვა